მუხიანში 64 წლის პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლემ ციხეში გაუშვა, 38 წლის კაცმა სხდომაზე დუმილი დაარღვია.
განსაკურებული სისატიკით ჩადენილ მკვლელობაში მხილებული კაცი მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ როცა საკუთარ მეზობელს დანით 60-მდე ჭრილობა მიაყენა, თავს იცავდა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, აშანტაჟებდა და ემუქრებოდა, თუმცა, კონკრეტულად რას გულისხმობდა, ეს აღარ დაუკონკრეტებია. კაცი, რომელმაც მეზობელი ჯერ მოკლა და შემდეგ ცეცხლწაკიდებული ცხედარი ლიფტში დატოვა, მომხდარზე უფრო მეტის მოყოლას მომდევნო პროცესებზე აანონსებს.
ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ ან დავთანხმდებოდი იმას, რასაც მთავაზობდა ან სხვა რამეს მოიმოქმედებდა. მაინც მინდა შეგახსენოთ ის, რაც მოხდა, რათა თქვენ გაითვალისწინოთ და სასჯელად უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ,” – ამბობს ბრალდებული.
ცნობისთვის, მამაკაცმა მოხუც პენსიონერს ჯერ დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და ლიფტის შახტაში ჩააგდო.
წყარო: ტვ პირველი