საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მეშვიდე წლისთავს ეხმაურება. მან ამის შესახებ ტვიტი დაწერა.
“დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მეშვიდე წლისთავია. გასულმა წლებმა გვაჩვენა, რომ ევროკავშირთან დაახლოებით მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს. ახლა საქართველო მზად არის მეტისთვის – კონკრეტული ნაბიჯებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – წერს ზურაბიშვილი.