ახალი ფორმის ჰეპატიტი ბავშვებში ჯერჯერობით, სულ 25 ქვეყანაშია აღწერილი. მართალია, საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა მნიშვნელოვანია მის შესახებ ცოდნა.
,,მიმდინარეობა ჰეპატიტისთვი, ღვიძლის დაზიანებისთვის დამახასიათებელია. ეს არის ცხელება, ნაწლავთა მოქმედების გახშირება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შარდისა და განავლის ფერის შეცვლა – შარდი მუქი, ხოლო განავალი უფერული ხდება და შემდეგი ნიშანი, რომელიც ყველასთვის საგანგაშოა, კანის ფერის შეცვლა, სიყვითლეა.
ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ღვიძლი დაზიანებულია და როგორც წესი, ექიმთან მიმართვის მიზეზი ხდება.
მიმდინარეობის სიმძიმეში უმრავლესობა მსუბუქია, მაგრამ ასევე აღწერილია გარდაცვალების შემთხვევებიც.
2021 წლის პირველი ოქტომბრიდან არსებული მონაცემებით, 29 პაციენტთან ღვიძლის გადანერგვა აუცილებელი გახდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევათა გარკვეული ნაწილი ძალიან მძიმეა.
ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი მიმდინარეობა, განსაკუთრებით სიყვითლე, ოდნავი ეჭვიც”-ამბობს პედიატრი ივანე ჩხეიძე.