იარაღით გავარდნის შედეგად გარდაცვლილი 5 წლის ბავშვის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით ბავშვები სახლში თამაშობდნენ, რა დროსაც 3 წლის ბიჭმა სასახელტს ხელი შემთხვევით გამოჰკრა, გავარდნილი ტყვია კი მის 5 წლის ძმს მოხვდა.
როგორც “მეგა ტვ”-ს წყარომ განუცხადა მცირეწლოვანი სოფელ კვახჭირიდანაა. როგორც ცნობილია ოჯახმა ბავშვი ქუთაისში გადმოიყვანა, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მათ გზაში შეხვდათ, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. მოზარდი ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაასვენეს.
ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით მიმდინრეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.