მეან გინეკოლოგი ლადო ბიბილეიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ზაალ კოკაია Facebook-ზე ავრცელებს. კოკაია წერს, რომ ბიბილეიშვილი მანამდე მის პოსტზე “სინანულით წერდა, რომ კორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრა”.
“დღეს კიდევ ჩვენი თაობის ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი წაგვართვა კოვიდმა Lado Bibileishvili. 3 აგვისტოს, ჩემს ფბ სტატუსზე “აცრილები არ კვდებიან!”. ლადომ კომენტარად კლინიკიდან მომწერა თავისი სინანული, რომ დროულად არ აიცრა. ვაზიარებ “სკრინშოტს”, რომ კიდევ ერთხელ ყველამ გავიაზროთ – კორონას გარჩევა არ აქვს და აცრას არ აქვს ალტერნატივა”,-წერს ზაალ კოკაია.











