აშშ-ში პატიმრობაში მყოფი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“პირველი ეტაპი გადალახულია!! ავთანდილმა საპატიმრო დატოვა! გილოცავთ!”, – აღნიშნულია ავთანდილ ხურციძის “ფეისბუქის” გვერდზე.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ხურციძე საპატიმროს ვადაზე ადრე, 14 სექტემბერს დატოვებდა.
ვადაზე ადრე გათავისუფლება კარგი ყოფაქცევისა და დისციპლინის გამო მოხდა.