აშშ-ში კლივლენდის კლინიკის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსს შესაძლოა, თავის ტვინის მუშაობაზე გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს.
მეცნიერებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ალცჰაიმერის დაავადებისა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მონაცემების შესასწავლად. მათ SARS-CoV-2-ით დაავადებული პაციენტების გენებისა და პროტეინებისა და იმ გენებსა და ცილებს შორის სიახლოვე გაზომეს, რომლებიც დაკავშირებულია რამდენიმე ნევროლოგიურ დაავადებასთან.
მკვლევრებმა ასევე გაანალიზეს გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც SARS-COV-2-ს საშუალებას აძლევს ტვინის ქსოვილებსა და უჯრედებს მოედოს.
მეცნიერებმა მჭიდრო კავშირი აღმოაჩინეს ცილებს შორის, რომლებიც რამდენიმე ნევროლოგიურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ალცჰაიმერთან. რაც იმაზე მიუთითებს, რომ კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს დემენცია ან მისი გამწვავება.
ამ კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ ვირუსის სამიზნეს, შესაძლოა, ის გენები წარმოადგენდნენ, რომლებიც ტვინში ნერვულ ანთებასა და მიკროვასკულურ დაზიანებებს იწვევს.