აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტთან კამათის შემდეგ თეთრ სახლში მიმდინარე პრესკონფერენცია მოულოდნელად შეწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. პრეზიდენტის გაღიზიანება ტელეკომპანია „სიბიესის“ ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვამ გამოიწვია, რომელმაც დონალდ ტრამპს ჰკითხა, თუ რატომ არის აუცილებელი იმის ხაზგასმა, რომ კორონავირუსზე ტესტირებებს აშშ სხვა ქვეყნებზე უკეთ ატარებს. „რატომ არის ეს თქვენთვის გლობალური კონკურენციის საკითხი, თუკი ამერიკელები მაინც ყოველ დღე იღუპებიან?“- აღნიშნა ჟურნალისტმა, რაზეც დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ეს შეკითხვა ჩინეთისთვის დაესვა. „სიბიესის“ კორესპონდენტმა, რომელიც აზიური წარმოშობის ამერიკელია, დონალდ ტრამპს ჰკითხა, თუ რატომ უთხრა კონკეტულად მას, რომ “ჩინეთს ჰკითხოს”, პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ ამას ეტყვის ყველას, ვინც მსგავს „საძაგელ შეკითხვას“ დასვამს. დონალდ ტრამპმა მომდევნო კორესპონდენტს შეკითხვის დასმა სთხოვა, შემდეგ კი ამის საშუალება აღარ მისცა და პრესკონფერენცია შეწყვიტა.
კასპში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა
ქალაქ კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას მეთორმეტეკლასელი ბიჭი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი. არსებული ცნობით, მანქანა ბოძს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების...










