LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აღმოჩნდა, რომ მთავარი მტკიცებულება არათუ საქმეში, არამედ, საერთოდ საქართველოში არ იყო – ბექა ძამაშვილი „ისკანდერზე“

აღმოჩნდა, რომ მთავარი მტკიცებულება არათუ საქმეში, არამედ, საერთოდ საქართველოში არ იყო – ბექა ძამაშვილი „ისკანდერზე“

დაპოსტა 2025/02/17-ში
A A
140
ნახვა
გაზიარება

საერთაშორისო სასამართლოებს სჭირდება მტკიცებულებები. ერთია შეფასებები, ერთია ის, რაც საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება იცოდა, რეალურად რა მოხდა 2008 წელს, თუმცა, ამ სიმართლის დადგენა, ჩვენი ქვეყნის სიმართლის დადგენა აუცილებელი იყო მტკიცებულებით და სამწუხაროა ის გარემოება, რომ მთელ რიგ საქმეებზე, მტკიცებულება არ იყო საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ძამაშვილის თქმით, „ისკანდერი“ რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის 12 აგვისტოს, მაშინ გამოიყენა, როდესაც ქართულ მხარეს უკვე შეწყვეტილი ჰქონდა საბრძოლო მოქმედებები და გორში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა.

მისივე განცხადებით, ეს კასეტური რაკეტა გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიზუსტით და წარმოადგენდა ოქროს მტკიცებულებას იმისთვის, რომ „საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს დაედასტურებინა, რომ იგი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ დამიზნებით, განზრახვით იქნა გამოყენებული რუსეთის მხრიდან, თუმცა, მტკიცებულება არათუ საქმეში, საქართველოშიც კი არ აღმოჩნდა“.

„მაგალითისთვის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულება, რაც უნდა ყოფილიყო პირდაპირ საქართველოს სოფლების, ქალაქების დაბომბვა რუსეთის ავიაციის მხრიდან, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც კი არ იყო საქმეში და ჩვენ მოგვიწია, ფაქტობრივად, წლების შემდეგ, ფაქტობრივად ნულიდან ამ მტკიცებულებების შექმნა. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია „ისკანდერის“ დაკარგვის ნაწილიც. ამას ჰქონდა თავისი დანიშნულება, რატომ იყო ე.წ. ოქროს მტკიცებულება, იმისათვის, რომ ჩვენი სიმართლე დაგვედგინა. „ისკანდერი“ რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა 2008 წლის 12 აგვისტოს. 12 აგვისტო არის მნიშვნელოვანი, რადგან, ეს არის პერიოდი, როდესაც ქართულ მხარეს უკვე 10 აგვისტოდან მოყოლებული, ცალმხრივად აქვს საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი, გორში აღარ იმყოფება სამხედრო ტექნიკა და ფაქტობრივად, იქ არიან მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს კასეტური რაკეტა გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიზუსტით, ანუ, ფაქტობრივად, ის ჩამოვარდა იქ, სადაც ისროლეს – ეს იყო ოქროს მტკიცებულება, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული დამიზნებით, განზრახვით ეს კასეტური იარაღი და როდესაც საქმეში ჩავიხედეთ, ამ გარემოების დადასტურება გვჭირდებოდა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, აღმოჩნდა, რომ მთავარი მტკიცებულება არათუ საქმეში, არამედ, საერთოდ საქართველოში არ იყო“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

მისი თქმით, საწყის ეტაპზე, ქართულ მხარეს მხოლოდ „ისკანდერის“ ამსახველი კადრები და ფოტომასალა ჰქონდა, რაზეც რუსული მხარე აპელირებდა, რომ ფოტოშოპი იყო, „შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს წლები დასჭირდა, რომ „ისკანდერის“ ნაწილებისთვის მიეკვლია და საქართველოში მანამდე ჩამოტანა მოესწრო, სანამ სასამართლოები გადაწყვეტილებებს გამოიტანდნენ“.

„ფაქტობრივად, სტრასბურგის სასამართლოში, საწყის ეტაპზე გაგვაჩნდა მხოლოდ ამის ამსახველი გარკვეული კადრები და ფოტომასალა, რომლებზეც, წლების განმავლობაში, რუსული მხარე წარმატებით ამტკიცებდა, რომ ეს არის ფოტოშოპით გაკეთებული, რადგან, თუ რეალურად ეს ჭურვი საქართველოში ჩამოვარდა, მისი ნარჩენებიც აუცილებლად უნდა ჰქონოდა ქართულ მხარეს და წლები დასჭირდა საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს რომ ამ ნარჩენებისთვის მიეკვლია, საქართველოში დაებრუნებინა და ჩვენ მოგვესწრო, სანამ ეს სასამართლოები საკუთარ გადაწყვეტილებას გამოიტანდნენ, მოგვესწრო ამ ოქროს მტკიცებულების წარდგენა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

გაზიარება56

დაკავშირებული -პოსტები

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"