
„საქართველოს ზღვისპირა და მთიანი რეგიონი აჭარა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა“ – ასე იწყებს აჭარაზე მომზადებულ სტატიას National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა. National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა მილიონობით გამომწერსა და მკითხველს ურჩევს სად წავიდეს, რა ნახოს და როგორ აღმოაჩინოს მსოფლიო. აჭარაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზი რეგიონის ეკოტურისტული შესაძლებლობებისა და პროდუქტების მრავალფეროვნებაზე კეთდება.
„აჭარის რეგიონი ბევრი სათავგადასავლო, ეკო-ტურისტული, სოფლის და ველური ბუნების შესაძლებლობის მასპინძელია. აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის. ჰაიკინგი, ჯირითი, რაფტინგი, ზიპ-ლაინი, ქემფინგი, გლემფინგი, ფრინველებზე დაკვირვება – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ აქტივობებისა, რომლითაც აჭარაში ყოფნისას შეგიძლიათ ისიამოვნოთ“, – ნათქვამია სტატიაში.









