LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აქამდე არასდროს დაგვიფიქსირებია ჩრდილში 40-42 გრადუსი – გაფრთხილება მოსახლეობას

აქამდე არასდროს დაგვიფიქსირებია ჩრდილში 40-42 გრადუსი – გაფრთხილება მოსახლეობას

დაპოსტა 2025/07/28-ში
A A
569
ნახვა
გაზიარება

2024 წელი მთელ დედამიწაზე ყველაზე­ ცხელ წელიწადად ჩაითვალა, რადგან მეტისმეტად მოიმატა საშუალო ტემპერატურამ. არც მიმდინარე წელი იქნება გამონა­კლისი… “კვირის პალიტრას” “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” წარმომადგენელი, გარემოს დამცველი­ ნინო ჩხობაძე ესაუბრა. 

– თუ გახსოვთ, 2024 წლის მაის-ივნისი ძალიან წვიმიანი იყო და ასე იყო წელსაც. ამ პერიოდში ბევრ ევროპულ ქვეყანაში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა, თუმცა ივლისში საქართველოშიც ძალიან მაღალი ტემპერა­ტურა დაფიქსირდა – 40 გრადუსს აჭარბებს და კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. მანამდეც, 1-2 დღეს, ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო, მაგრამ მერე ისევ დაეცა, ახლა კი უკვე ხანგრძლივად, თითქმის ორი კვირაა 36 და მეტი გრადუსი ფიქსირდება, რაც დამახასიათებელია კლიმატის ცვლილებისთვის.­ სიცხე კიდევ უფრო გაუსაძლისი იმიტომ ხდება, რომ ამ დროს ტენიანობა იზრდება, უჰაერობაა, და ეს განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა დასავლეთ საქართველოში.

– აღმოსავლეთ საქართველოში რა ხდება?

– აღმოსავლეთ საქართველოშიც მომატებულია ტენიანობა, განსაკუთრებით თბილისში. ამ დროს აორთქლების პროცენტი მატულობს, რაც პრობლემურია მათთვის, ვინც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს უჩივის. ისინი მაქსიმალურად უნდა მოერიდონ მზეს. რაც შეეხება­ ბავშვებს, მშობლებს­ ვურჩევ, შუადღეს გარეთ არ გაუშვან, რადგან ბავშვები­ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან მზის სხივების მიმართ. ბოლო წლებში ტემპერატურა ძალიან მაღალია, ცხელი დღეები გახანგრძლივებულია, რაც ჩვენთვის უჩვეულოა.

პრობლემაა ისიც, რომ მიუხედავად­ მაის-ივნისის უხვი ნალექისა, წყლის ნაკლებობა­ მაინც შეინიშნება. ამიტომაც ძალიან უჭირს სოფლის მეურნეობას. პრობლემაა მწერები და მავნებლებიც, სიცხეში ისინი კარგად მრავლდებიან (ჩვენ ამას აფეთქებას ვუწოდებთ) და დიდი ზიანის მოტანა შეუძLლიათ. კლიმა­ტის ცვლილება­ უარყოფითად აისახება­ როგორც სოფლის მეურნეობაზე, ასევე ტყეებზე – მაღალი ტემ­პერატურისას მოსალოდნელია ტყის ხანძრები.­

– როგორი პროგნოზი გაქვთ?

– ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე განვითარდა მეწყრული პროცესები და წყალდიდობები. წყლის უცაბედი მოვარდნა დაფიქსირდა ლენტეხსა და გურიაში. მეწყერი­ ჩამოწვა ხარაგაულსა და კახეთის ზონაშიც. პროგნოზის თანახმად, შესაძლოა ეს პროცესები გაძლიერდეს.

– ამას როდის ვარაუდობთ?

– აგვისტო-სექტემბერში ველოდებით­ მეწყრული პროცესების გააქტიურებას. ამიტომ ყველგან აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო მონიტორინგი. მოსახლეობაც­ მობილიზებული უნდა იყოს. ბევრი მუნიციპალიტეტი ინფორმირებულია და ჩვენც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მზაობა.

– მონიტორინგში რა იგულისხმება?

– ყველა ასეთ ზონაში მუშაობენ გეოლოგების დასავლეთისა და აღმოსავლეთის­ ჯგუფები. გარემოს ეროვნული სააგენტოს მითითებით, რისკის ზონებში მუშაობენ სპეციალისტები და აკვირდებიან რისკის ზონებს, ცხელ წერტილებს…

– ეს შოვის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო?

– შოვის ტრაგედიის შემდეგ ეს სამსახური გაძლი­ერდა. მართალია, სპეციალისტების ნაკლებობაა, მაგრამ ისე არიან გადანაწილებული, რომ კავშირი ყველა მუნიციპალიტეტიდან აქვთ და ინფორმაციას ოპერატიულად აწვდიან. სააგენტომ გამოაქვეყნა ბოლო, 2024 წლის ბიულეტენი, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა კერა და პრობლემა.

– წლევანდელი ზაფხული რით არის განსხვავებული?

– წელს უფრო მეტი ნალექი იყო, ამასთან, სხვადასხვა ციკლონი წამოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე. ჯერჯერობით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, მაგრამ წვიმიანი­ ამინდებიც გვექნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში აქამდე არასდროს დაგვიფიქსირებია 40-42 გრადუსი, ახლა კი ამინდის პროგნოზში ვხედავთ,­ რომ დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის ამ ნიშნულამდე აწევა.

– ეგ ჩრდილში, ხომ?

– დიახ, ჩრდილში. მოსახლეობას­ მოვუწოდებ, თუ ამის აუცილებლობა არ არის, ნუ გამოვლენ სახლებიდან. მიიღონ გაორმაგებული რაოდენობით წყალი, ვიდრე აქამდე სვამდნენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუდმივად აქვეყნებს რეკომენდაციებს, როგორ მოვიქცეთ ცხელ დღეებში და ეს მნიშვნელოვანი პრევენციაა.

განაგრძეთ კითხვა

გაზიარება228

დაკავშირებული -პოსტები

“2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე” – კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
მთავარი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ევროკავშირი თანახმა არის რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინისთვის გამოიყენოს
მთავარი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაფინანსებაში მათი როლის გამო სანქციები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას დაუწესა. სანქციების...

დაწვრილებითDetails

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა
მთავარი

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. იგი ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სწორედ თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და ადამიანის ღირსების დაცვა...

დაწვრილებითDetails

” არ შემყვარებია სალომე ზურაბიშვილი” – ნიკა გვარამია მოსამართლეს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
” არ შემყვარებია სალომე ზურაბიშვილი” – ნიკა გვარამია მოსამართლეს
მთავარი

იგივეს რატომ არ ვამბობ, ახლა, სალომე ზურაბიშვილზე, თუ რა უნდა ვთქვა? არ ვფიქრობ ასე და იმიტომ არ ვამბობ. ასევე, მგონია, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა მისმა პოლიტიკურმა ფიგურამაც , - ასე უპასუხა...

დაწვრილებითDetails

“„ნაცმოძრაობა” სააკაშვილს ემიჯნება” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
” „ლელოს“ და გახარიას წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ, რომ ურყევი ერთობა შეკრან, მაგრამ რა ქნან, მიუხედავად ამ თავისი გაჭირვებისა გარე ძალებისგან მიიღეს დავალება და იძულებული არიან, შეასრულონ” – არჩილ გორდულაძე
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება, ელენე ხოშტარიას, გვარამიასა და მელიას „ახალი“ ემიჯნება, ვნახეთ, ასევე, რომ თურმე „ლელოსთან“ ალეკო ელისაშვილი არაფერ შუაში ყოფილა, ბოლო ჯამში, შეიძლება,ა იქამდე მივიდეს საქმე, რომ გახარიას...

დაწვრილებითDetails

“გაბუტული ბავშვივით მოქცევა და საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატებისგან იზოლირება სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს ევროპულ მომავალს” – გიორგი გახარია

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა – გიორგი გახარია
მთავარი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა დაკავშირებადობის მინისტერიალს, უბრალოდ არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო კი არ არის - ის რეალურად ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოს ინტერესებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი,...

დაწვრილებითDetails

“ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი” – ირაკლი ღარიბაშილის ადვოკატი

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

გარწმუნებთ, ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი ფაქტზეც და მის წერილებში მითითებულ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებითაც, ამიტომაც ითხოვს ის, ჩატარდეს კვალიფიციური გამოძიება, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა. იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სამტრედიაში ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ფიზიკური პირების დ. ხ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში) და...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი, მათ შორის, სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"