“apsnypress”-ის ინფორმაციით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ პირველი პარტია ჩაიტანეს.
ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის თამაზ წახნაკიას ინფორმაციით, პირველ რიგში მედიკოსები აიცრებიან, შემდეგ კი პედაგოგები, სამართალდამცველები და მოქალაქეები.
ვაქცინაცია მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 494 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 13 517 და დაღუპულია 222 ადამიანი.