LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აუცილებლად გავასაჯაროებ – რას ყვება ბიჭი, რომელიც ამბობს რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია

აუცილებლად გავასაჯაროებ – რას ყვება ბიჭი, რომელიც ამბობს რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია

დაპოსტა 2020/08/05-ში
A A
314
ნახვა
გაზიარება

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილი 19 ივნისის შემდეგ არ უნახავს, მისი გაუჩინარების შესახებ კი ფაქტიდან 3 დღის შემდეგ გაიგო.

როგორც მან „პალიტრავიდეოს“ და „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სოციალური ქსელების გამოყენებით, ის საქმის დამოუკიდებლად გამოძიებას ცდილობს. მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაბრუნების შემდეგ კი ის თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერასა და ერთობლივად გადაღებული ფოტო-ვიდეოების გასაჯაროებასაც გეგმავს.

ის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის ბრალდებებსაც პასუხობს და აცხადებს, რომ გარდაცვლილის დედის გაღიზიანება, მის მიერ FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებულმა მოსაზრებამ გამოიწვია.

„მე მომწერა თამარის დედამ, ქალბატონმა თეონამ, რომ აპირებდა აქციის გამართვას ამერიკის საელჩოსთან და FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებით. მე, როგორც ინჟინერმა ვუპასუხე, რომ FBI-ის „ეფლის“ რაიმე ნაწარმთან, „მაკბუკთან“ არანაირი კავშირი არ აქვს. მონაცემების გამოთხოვა, ცნობილი „ქეისია“ და ვერ მოხდა „ეფლისგან“. ქალბატონ თეონას ვერ მოსთხოვ, რომ ეს მან იცოდეს, მაგრამ ეს მოხდა მის ემოციურ ფონზე, მე მას რომ შევეწინაააღმდეგე, ჭკუის სწავლება დავუწყე, დამბლოკა „მესენჯერიდან“. შესაძლოა, ეს გაბრაზება გაყვა და ამიტომ ახსენა, რომ მე მოგზავნილი ვარ. ისე მას მიხეილ რამიშვილზეც აქვს ეჭვი, რომ მიგზავნილია. მე და თამუნას გვაქვს ფოტოები, ვიდეოები ერთად გადაღებული, ეს მაქვს მობილურ ტელეფონში და მე ამას გავასაჯაროვებ, როგორც კი ექსპერტიზიდან დამიბრუნებენ მობილურს. მე და თამარს, ორივეს, 19 ივნისს გვაქვს დაბადების დღე და ერთად ლისზე და ძველ თბილისში აღვნიშნეთ. ერთმანეთს ვუღებდით ვიდეოს. ეს ვიდეო მაქვს და ამას აუცილებლად გავასაჯაროვებ. მგონი, არ ვარ ეს ფსევდო შეყვარებული“, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი მას ფიზიკურად 19 ივნისის შემდეგ არ უნახავს, რადგან ბაჩალიაშვილს კომპანია „ზეგიდან“ წამოსვლამდე გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად დრო სჭირდებოდა.

„ფიზიკურად ერთმანეთი 19 ივნისის შემდეგ არ გვინახავს, იმიტომ, რომ ჩვენ შევთანხმდით „ზეგში“ რომ მორჩებოდა, უნდა წამოსულიყო იქიდან. მერე კიდევ ვკითხე, მომდევნო დღეებში და მითხრა, რომ კიდევ არ იყო წამოსული. მე ველოდებოდი როდის წამოვიდიოდა, რომ მერე ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა ერთად დაგვეწყო. მე მისი დაკარგვის ამბავი გავიგე სამი დღის გაუჩინარებული რომ იყო. პოსტი გამომიგზავნეს, პარკში ვიყავი, სახლში გვიქეცი მერე. მერე ისევ ტელევიზიით გავიგე ეს ყველაფერი. მე და მას ისეთი მეგობრები არ გვყავდა, ერთმანეთი რომ მოგვეკითხა, თუ არ გამოვჩნდებოდით. 18-19-20 ივლისსაც მივწერე თამარს, მაგრამ ეს არ იყო შოკისმომგვრელი რომ არ მიპასუხა, იმიტომ, რომ ვიცოდი სამსახურში ვალდებულებებს უნდა მორჩენილიყო და უკვე წამოვიდოდა იქიდან და განვახორციელებდით გემგებს. მობილურში დასქრინული მაქვს მიმოწერები და ცხადია ამას გავასაჯაროვებ. მე გამოძიებაში ვარ დღე და ღამე, გუშინ ვჭამე ორი ვაშლი, მეტი არც მიჭამია არც მიძინია წესიერად“, – განაცხადა ლობჟანიძემ.

მისივე თქმით, ის თამარს პირველი კურსიდან იცნობს.

„ერთ უნივერსიტეტში ჩავაბარეთ. თამარი ისეთი სახის ადამიანი იყო, რომ მარტივად არ შეეძლო მასთან არავის საუბარი. მე არ მქონდა გოგონებთან ხშირი ფლირტი, დაინტერესებული ვიყავი მათემატიკით და პროგრამებით“, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გაზიარება126

დაკავშირებული -პოსტები

აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! – ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
“ხომ არ გავცვალოთ ადგილები?” – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს სასამართლო პროცესზე
მთავარი

ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
,,სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი” – ღარიბაშვილი
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება - ამის შესახებ "ტვ პირველს" ექს-პრემიერის ცოლის დამ, ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა უთხრა. თამაზაშვილმა რუსთავის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. "დღეს იქნება მისი განცხადება დღის...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ საქმეზე სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.   დღევანდელ პროცესს ბრალდებული ექსპრემიერი არ ესწრებოდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

წყლის დონეების მატება, მეწყრულ-არვარცოფული პროცესები – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა...

დაწვრილებითDetails

აქცია ქუთაისის პროკურატურასთან –

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
აქცია ქუთაისის პროკურატურასთან –
მთავარი

აქცია ქუთაისის პროკურატურასთან - ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემო ხადურის ოჯახი ხელახალ გამოძიებას და პოლიციელების დასჯას ითხოვს. ოჯახის წევრების თქმით, უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და დევნის...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია – ამოღებულია 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე “ჰაშიში”

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

სპეცოპერაცია რუსთავში - კრიმპოლმა ავტომანქანის საბურავებიდან 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე "ჰაშიში" ამოიღო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 33 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიში" ავტომანქანის საბურავებიდან ამოიღეს - სპეცოპერაცია რუსთავში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი – თერჯოლის მაგისტრალზე ნაპოვნი ბიჭის გარდაცვალების შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი – რას ითხოვს ოჯახი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
“სასტიკადაა ნაცემი” -თემო ხადურის ტრაგიკულ სიკვდილზე  საუბრობს ოჯახის ახლობელი
მთავარი

23 წლის სტიქაროსანის, თემო ხადურის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა - დედას, რომელიც ამბობს, რომ შვილი პოლიციელებმა მოუკლეს, სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ ჩაბარდა. დასკვნაში წერია, რომ გვამის...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს.   მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.   თანასოფლელების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი  დღეს ენერგიული და აქტიური დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ინიციატივა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. პირად ურთიერთობებში კი ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. კურო  ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"