ახალციხეში “ასტრაზენაკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა.
როგორც “რუსთავი 2-ს” მედიკოსებმა განუცხადეს, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას – 27 წლის ქალის ახლობლებმა სამედიცინო დაწესებულებაში შუშა ჩაამტვრიეს.
კლინიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცავები.










