ახალი წლის ღამეს, უკონტროლოდ ნასროლ პიროტექნიკას მოქალაქე მაია ყუფარაძის ბინა შეეწირა. ხანძარი მუხიანის ერთ-ერთ კორპუსში გაჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი აივანზე დაცემული პიროტექნიკის შედეგად გაჩნდა, შემდეგ კი მთელს ბინაში გავრცელდა. მაია ყუფარაძე ამბობს, რომ სახლი მთლიანად დაიწვა და მხოლოდ ძაღლების გადარჩენა შეძლო.
მოქალაქე მაია ყუფარაძე, ხალხს დახმარებას სთხოვს:
“მე და ჩემი ცუგები გადავრჩით, სახლი სულ ჩაიფერფლა, ასე გამითენა ახალი წელი საახალწლო სასროლებმა. რატომ არ კრძალავს მთავრობა ამ საშინელებით ვაჭრობას. მე აწი ვერ მიშველის, მაგრამ სხვები გადარჩნენ ნეტავი. მეგობარმა შემიფარა, ყველას მადლობა ვინც გვერდში დამიდგა…
მაია ყუფარაძე სასულიერო პირის, პეტრე კოლხის მეგობარია, მომხდარ ტრაგედიაზე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
“გთხოვთ, გავერთიანდეთ!..
ეს წამია დავბრუნდი წმინდა მიწიდან… ჩემ მაიას ახალი წლის ღამეს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ქუჩიდან შევარდნილმა შაშხანამ ფერფლად უქცია მთელი სახლი. მადლობა ღმერთს, თავად ორ ცუგასთან ერთად უვნებელი გადარჩა, ახლა ჩვენს ერთ-ერთ მრევლს აფარებს თავს. ვერაფრის აღება ვერ მოასწრო. დღეს, პრაქტიკულად, ქუჩაში დარჩა. კომენტარში დავდებ ფონდის ანგარიშს, მისთვის ყოველ ლარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს… გთხოვთ, რამე ვიღონოთ… ღმერთმა სიხარულის დღეები გაგიმრავლოთ!..
GE55BG0000000756448500
ფონდი მოწყალე სამარიტელი“










