LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ასეთი დაუცველი, უსუსური, ხელფეხშეკრული არასდროს ვყოფილვარ!“ – გინესის რეკორდსმენი, სახელგანთქმული ჰენრი კუპრაშვილი მეზობელმა საშინელ დღეში ჩააგდო და გამოსავალიც არსაიდან ჩანს

„ასეთი დაუცველი, უსუსური, ხელფეხშეკრული არასდროს ვყოფილვარ!“ – გინესის რეკორდსმენი, სახელგანთქმული ჰენრი კუპრაშვილი მეზობელმა საშინელ დღეში ჩააგდო და გამოსავალიც არსაიდან ჩანს

დაპოსტა 2024/08/24-ში
A A
1.9k
ნახვა
გაზიარება
გინესის რეკორდსმენი, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს:
,,საქართველოვ, რა დაგიშავე, რა დაგაკელი?

ჩემს ზემოთ, მეოთხე სართულზე მარტო მცხოვრებ, ფსიქიურად დავადებულ მეზობელ ლუიზა ფინთურიას ძალიან დიდი ხანია წყალი აქვს მოშვებული და ჩამოიქცა ჭერი ჩემს სააბაზანოში და ტუალეტში, გაჟონა ოთახებშიც. სინათლეც გაითიშა ნახევარ ბინაში, წყალმა ელექტროსადენებამდეც შეაღწია და მოკლე ჩართვა (ზამეკანია) მისცა. შეიძლება ხანძარიც გაჩნდეს. წყალმა გაჟონა გვერდით და ქვედა სართულის მეზობლებთანაც. მათ წყალი კი გადაკეტეს ამ ბლოკში, მაგრამ მაინც წვეთავს.

ლუიზა კარებს არ უღებს არავის. იგი არის შეურაცხადი (საბუთი არის პოლიციაში), პერიოდულობით, როდესაც შეტევები აქვს (3 თვეში ერთხელ, ხანდახან ერთ თვეშიც) ფანჯრიდან ისვრის კონსერვის მინის ქილებს, ბოთლებს. დამტვრეული აქვს მეზობლების (ორი რაც მე ვნახე) მანქანების საქარე მინა, ერთი თვის წინ ზემოდან ნასროლი ქილებით დააზიანა ჩემი მანქანის საქარე მინაც. თითქმის ყველა მეზობელის (მათ შორის ჩემს) წინააღმდეგ შეტანილი აქვს უამრავი საჩივარი პოლიციაში ყოვლად წარმოუდგენელი ბრალდებებით (პოლიციელებიც კი სიცილით ბჟირდებიან ხოლმე). მანამდე ცხოვრობდა ბაქოს ქუჩაზე, საიდანაც მეზობლებმა კოლექტიური საჩივრის საფუძველზე მოახერხეს მისი გასახლება.

იწვა ფსიქიატრიულშიც. აგრესიული ხდება პერიოდულობით – არარეალური ჰალუცინაციური მოჩვენებები აქვს, მაგალითად, ყუმბარმტყორცნით ესვრიან სახლში ყუმბარებს და სხვ. როდესაც შეტევები არ აქვს მაშინ ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

აშკარაა, რომ საზოგადოებისთვის საშიშ ქცევებთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში კი სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ჯანმრთელი ადამიანი ავადმყოფისგან (ცხადია, პირიქითაც, ავადმყოფი – ჯანმრთელისგან). ლუიზა ფინთურია არაპროგნოზირებადია და ხვალ რას უნდა ველოდოთ ძნელი გამოსაცნობია.

ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში, როდესაც შექმნილია საგანგებო ავარიული მდგომარეობა: შეიძლება ჩამოიქცეს ჭერი (არმატურა მთლიანად მოშიშვლებულია) და გაჩნდეს ხანძარიც. საფრთხე ექმნება სახელმწიფო ქონებასაც (ბინა ჩემია, მაგრამ შენობა ხომ მერიისაა), რამდენჯერმე მყავს გამოძახებული პატრული, დარეკილი და შეტანილი მაქვს განცხადება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ჩვენი უბნის კურატორ სამმართველოში. ახლაც მეზობლების ხელმოწერით კოლექტიური წერილი კვლავ შევიტანეთ. შედეგი ნოლი – ეგ ადამიანი არანორმალურია, კარებს არ გვიღებს და ვერ შევდივართ მაგის ბინაშიო (ისე ვერც გაზის მუშაკები და ვერ ვერავინ ვერ შედის, ლუიზას ფეხზე კიდია არამარტო პოლიცია…). ჩვენ რა შუაში ვართ, სასამართლოს მიმართეო. ამას ხომ დიდი დრო უნდა? წყალი მოითმენს სანამ მივმართავ, სანამ გაიმართება…

ძალიან ძნელია წარმოდგენა იმისა, რაც ხდება ჩემს გაპარტახებულ ბინაში, რომელსაც ვერც კი გაყიდი ისეთ მდგომაროებაშია. გარემონტების თავი კიდევ სად მაქვს პროფესორის ხელფასზე მცხოვრებ კაცს. წყალი არ არის სააბაზანოში და სამზარეულოში, სინათლე არ არის ორ ოთახში და სამაბაზანოსა და ტუალეტში…

ასეთი დაუცველი, ასეთი უსუსური, ასეთი ხელფეხშეკრული არასდროს ვყოფილვარ!!!

რა დაგიშავე ჩემო სამშობლოვ! რა დაგაკელი?

ვიყავი ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე, ამჟამად სრულიად უპარტიო; ვარ ომის ვეტერანი; პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი; პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უამრავი სტუდენტის აღმზრდელი (55 წლის სტაჟი „გეპეიში“ მუშაობის), მრავალი დოქტორანტის ხელმძღვანელი, მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 3 გამოგონების ავტორი, ავტორი და ხელმძღვანელი განხორციელებული 3 სასწავლო და სამეცნიერო პროექტისა; გინესის რეკორდსმენი, მსოფლიოში სრუტეთა ახალი წესით გადაცურვისა და საქართველოში პარაცურვის ფუძემდებელი; მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი მასტერსებში (ზამთრის ცურვა, ბიატლი, ტრიატლი), სპორტის დამსახურებული მოღვაწე… რომელი ერთი ჩამოვთავალო?

ჰო, ჯილდოებიც: ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (საქართველო); „მხედრული მამაცობისათვის“ მედალი (საქართველო); „სამგალითო სამსახურისთვის“ უკრაინის შჯ-ის მედალი (უკრაინა); ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების ოქროს მედალი (დიდი ბრიტანეთი); წლის ადამიანი-2002, გაზეთი “ახალი ეპოქა”; სტუ-ის აკადემიური საბჭოს საპატიო დიპლომი; ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის პრემია და ა.შ.

სამშობლოვ, კიდევ რა უნდა გამეკეთებინა, რომ ადამიანად ჩაგეთვალე? სიბერე რატომ ჩამიმწარე? 78 წლის კაცი სად წავიდე, რომელ ქვეყანაში გავიქცე?” – წერს ჰენრი კუპრაშვილი.

გაზიარება746

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"