LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაციენტთა რაოდენობის სწრაფი ზრდის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები განიხილავენ მათ შორის სახლში მკურნალობასაც

არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 2-თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე – გიორგი გახარია

დაპოსტა 2020/11/26-ში
A A
643
ნახვა
გაზიარება

ეს გეგმა გახლავთ დისკუსიის შედეგად შედგენილი კონკრეტული გეგმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ფართო საზოგადოება, ამიტომ გახლდათ ეს გეგმა გუშინ ასე წვდომადი ინტერნეტრესურსებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დამატებითი შეზღუდვების გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 2 – თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე, არამედ უნდა შემცირდეს ყოველდღიური გავრცელება. როგორც პრემიერი განმარტავს, მნიშვნელოვანია ქვეყნის შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ეკონომიკას.

„ჩვენს არსენალში არის რამოდენიმე ინსტუმენტი და ეს ინსტუმენტები ყველას კარგად გვესმის რაც არის, ეს გახლავთ პირველ რიგში სრული „ლოკდაუნი“, მეორე ოფცია გახლავთ, რომ არაფერს ვაკეთებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას ისე როგორც დღეს ვცხორვრობთ და მესამე ოფიციაა უფრო ეფექტური წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება. წერტილოვანი შეზღუდვების შემოღებაზე როცა ვსაუბრობთ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და ამავე დროს მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით. რა არის აქ პრინციპული და სისტემური სხვაობა პირველ ტალღასთან შედარებით – როცა პირველი ტალღის შეზღუდვები დავაწესეთ, მაშინ არავის მსოფლიოში წარმოდგენა არ ჰქონდა ეს რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ჩვენ დღეს რაზეც ვისაუბრეთ ეს არის საქართველოს მთავრობის 2 თვიანი კონკრეტული გეგმა, კონკრეტული თარიღებით და ღონისძიებებით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს გეგმა გახლავთ დისკუსიის შედეგად შედგენილი კონკრეტული გეგმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ფართო საზოგადოება, ამიტომ გახლდათ ეს გეგმა გუშინ ასე წვდომადი ინტერნეტრესურსებში, როცა უბრალოდ ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა როგორც ბიზნესი, ასევე ექიმები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, საერთაშორისო ექსპერტები, საერთაშორისო მრჩევლებიც მათ შორის. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ 2 თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე. ეს ილუზია არ უნდა გვქონდეს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ ორთვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, რამაც თავის მხრივ უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, რამაც თავის მხრივ ეფექტურად და ბუნებრივად უნდა შეამცრიოს ტრაგიკული და სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა. ეს არის ამ გეგმის ძრითადი მიზანი“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება257

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისისა და ბაღდათის სკოლების პედაგოგი ნანა მარღანია მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული გახდა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
ქუთაისისა და ბაღდათის სკოლების პედაგოგი ნანა მარღანია მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული გახდა
მთავარი

ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე და სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლები სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა მარღანია მსოფლიო კონკურსის ETF New Learning Award 2026 გამარჯვებული გახდა. ETF New Learning...

დაწვრილებითDetails

სოციალური პლატფორმები Facebook, Messenger, Instagram გაითიშა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook-ზე და როგორ დავიცვათ ანგარიში
მთავარი

კომპანია Meta-ში შემავალი სოციალური პლატფორმები Facebook, Messenger, Instagram გაითიშა. მომხმარებელს აღნიშნული პლატფორმების საიტებზე წვდომა შეზღუდული აქვს. მომხდარის ოფიციალური მიზეზი უცნობია. კომპანია Meta-ს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. აღსანიშნავია, რომ Meta-ში შემავალი...

დაწვრილებითDetails

მომსახურების სააგენტო ახალ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მომსახურების სააგენტო ახალ ინფორმაციას ავრცელებს: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 15 ივნისიდან ოზურგეთსა და ახალციხეში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდება. ოზურგეთში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6577 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6586 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე”- ევროკომისიის პრესსპიკერი

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
“საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე”- ევროკომისიის პრესსპიკერი
მთავარი

ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის გამართული გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა „ევროსკოპის“...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის თანამშრომლობა, ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ხალხს თავი?!” -ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა. ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას არ...

დაწვრილებითDetails

“ყოველთვის, მქონდა და მექნება აქციისთვის სასარგებლო ყველა არაძალადობრივი ნივთი”- ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს! - ბოლომდე!, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია საპატიმროდან გავრცელებულ მიმართვაში წერს. ხოშტარია წერს, რომ ის 2022 წლიდან მუშაობს „მოღალატე რუსების დასანქცირებაზე“ და...

დაწვრილებითDetails

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ახალ მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ახალ მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა
მთავარი

პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე - „ყველაფერი პოლიციის შესახებ" გამოქვეყნდა, რასაც შს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს. უწყება ადასტურებს, რომ...

დაწვრილებითDetails

ცესკოს განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ
მთავარი

დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკო-ს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებაშია აღნიშნული. ცესკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორ დავით ზაუტაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"