გეოლოგი თეა გოდოლაძე Facebook-ზე წერს, რომ ლისის ფერდზე მშენებლობის გამო ლისის ფერდზე მიწა დაიძრა. გოდოლაძე თბილისის მერობის კანდიდატებს მოუწოდებთ, რომ ფაქტით დაინტერესდნენ.
“მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ ქვეყანას!!! ტოგო ვუდავას ქუჩა 15. სად არიან მერობის კანდიდატები, გასცენ ამ ხალხს პასუხი! 112-თან არის! არ იყიდოთ აქ სახლი, საშიშია!!”,-წერს თეა გოდოლაძე.