LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არ გვაქვს გააზრებული რა მნიშვნელობის სტარტაპის პრეზენტაცია იგეგმებოდა მკვლელობის მომდევნო დღეს, ვიფიქროთ ვის არ აწყობდა ეს – ავთო გოგიჩაიშვილი

არ გვაქვს გააზრებული რა მნიშვნელობის სტარტაპის პრეზენტაცია იგეგმებოდა მკვლელობის მომდევნო დღეს, ვიფიქროთ ვის არ აწყობდა ეს – ავთო გოგიჩაიშვილი

დაპოსტა 2021/09/20-ში
A A
2.4k
ნახვა
გაზიარება

“ჩვენ ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული თუ რა პროექტის ავტორი იყო ნიკა და ჩვენი ქვეყნისთვის რა მნიშვნელობის სტარტაპის პრეზენტაცია იგეგმებოდა მკვლელობის მომდევნო დღეს” – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის სხვა ვერსიაზე წერს სოციალურ ქსელში ავთო გოგიჩაიშვილი.

“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“პირდაპირ, შესავლის გარეშე გეტყვით, რომ არ მჯერა მე ვერსიის, თითქოს ეს მამის მკვლელობის გამო შურისძიებაა. ეს ვერსია შეიძლება ბევრს აწყობს და პირველ რიგში დღევანდელ, სამშობლოს მოღალატე და რუსეთის სპეცსამსახურებთან მოკურკურე ხელისუფლებას და სულაც რუსეთში მოფიქრებული და ორგანიზებული მგონია ეს ამბავი. რაღა ოცი წლის შემდეგ გაახსენდათ კაკულიას შვილებს, რომ გია კვარაცხელიას შვილი ყავდა?

მერე რომელ გაგებაში წერია მამის საქციელის გამო შვილის მოკვლა? ისიც სავარაუდო საქციელის, ბოლომდე დაუმტკიცებელის და დაუდგენელის?

ყოველ შემთხვევაში ეს შეიძლებოდა მომხდარიყო კოლუმბიაში ან პუერტო რიკოში, მაგრამ არა საქართველოში და მით უმეტეს იმ გაგების ხალხში, რომლებსაც მიაწერენ ამ დანაშაულის ჩადენის მოტივაციას, მენტალიტეტია უბრალოდ სხვა, ქართველი ამას არც გაივლებდა თავში და არც ჩაიდენდა. უბრალოდ ამ მკვლელობის შემკვეთნი და დამგეგმავნი ცუდად გვიცნობენ, არ ესმით, რომ ჩვენ სხვა მენტალობის ხალხი ვართ და არა სტეპების ურდოს შთამომავლები.

ჩვენ ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული თუ რა პროექტის ავტორი იყო ნიკა და ჩვენი ქვეყნისთვის რა მნიშვნელობის სტარტაპის პრეზენტაცია იგეგმებოდა მკვლელობის მომდევნო დღეს. ნიკა წარმოებაში უშვებდა ალტერნატიულ “ფეისბუქს”. ამით ჩვენ იმ მოწინავე მაღალტექნოლოგიური ერების რიგში ვდგებოდით, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში.

პატარა ესტონეთი დღეს პირველ რიგში ცნობილია, როგორც “სკაიპის” სამშობლო. სულ 2 მილიონი მოსახლეობით ეს ქვეყანა თავისი ინტელექტუალური განვითარებითა და მნიშვნელობით ბევრ ასმილიონიან ქვეყანაზე წინ დგას, რაც მხოლოდ ამ პროექტის რეალიზებით გახდა შესაძლებელი. ის თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბია მსოფლიოში ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით. ნიკას პროექტი შეიძლება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გამხდარიყო, ის წარმოუდგენელი ცივილიზაციური ნახტომი იქნებოდა საქართველოსთვის.

ახლა ვიფიქროთ ვის არ აწყობდა ეს და დასკვნები თავისთავად მოვა.

მე არ ვამტკიცებ, რომ უშუალო შემსრულებლები არ იყვნენ ისინი, ვისაც პოლიცია ეძებს, მაგრამ მოტივაცია და დამკვეთი სულ სხვაა, ვიდრე ის, რასაც გვჩრიან და თან ასე “თათარიახნად”, მეორე დღესვე, რაც არ ჩვევიათ ხოლმე.” – წერს სოციალურ ქსელში ავთო გოგიჩაიშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ.

“საბრალო ნიკა კვარაცხელიას შესახებ თითქმის ყველაფერს ვკითხულობ და მიკვირს, ჯერ ვერსად ვნახე, მკვლელობის ვერსიად რომ განიხილავდნენ სავარაუდო პროექტს, რომელიც ვიღაცას არ აწყობდა. იმის თქმა მინდა, იქნებ იმ უნიჭიერესმა ბიჭმა ისეთი პროექტი შექმნა, რომელიც ჯერ არ გამოსულა სააშკარაოზე და უკვე ვიღაცას, ან ვიღაცეებს ძალიან აზარალებდა?! მამამისზე ანგარიშსწორების მიზნით მკვლელობა სულ ბოლოს მოსატოვებელი ვერსია მგონია.” – წერს სოციალურ ქსელში ეკატერინე ლომიძე.

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა 15 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნილად გამოაცხადა, თუმცა ბრალდებულები ჯერ არ დაუაკვებიათ. როგორც ცნობილია მკვლელობაში ბრალდებულებმა საქართველო შეიარაღებული თავდასხმიდან 6 საათის შემდეგ დატოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა წლების წინ მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დავით კაკულიას შვილებმა აკო ჭელიძესა და გიორგი კავიდლაძეს დაუკვეთეს.

ძმები კაკულიები ჭელიძესა და კავიდლაძეს მკვლელობის სანაცვლოდ ქურდობას დაპირდნენ.

გაზიარება951

დაკავშირებული -პოსტები

გიორგი დავითაძის დედა – გადადგეს ყველა მოძალადე – პატარიძეც, ტრაპაიძეც და მისი ჯალათებიც! – ჯერ მალავთ საგულდაგულოდ, მაგრამ აგიფეთქდებათ ეგ ნაღმი!

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
გიორგი დავითაძის დედა – გადადგეს ყველა მოძალადე – პატარიძეც, ტრაპაიძეც და მისი ჯალათებიც! – ჯერ მალავთ საგულდაგულოდ, მაგრამ აგიფეთქდებათ ეგ ნაღმი!
მთავარი

გადადგეს ყველა მოძალადე - პატარიძეც, ტრაპაიძეც და მისი ჯალათებიც! ეს არის ჩემი მოთხოვნა - ეს არ არის ერთი შემთხვევა, უამრავი შემთხვევაა ციხეებში. ჯერ მალავთ საგულდაგულოდ, მაგრამ აგიფეთქდებათ ეგ ნაღმი, რაზეც...

დაწვრილებითDetails

გაანადგურეს 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტია

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
გაანადგურეს 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. მათი საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტია. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

“არა პატიმრების წამებას!” – პენიტენციურ სამსახურთან აქცია იწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
“არა პატიმრების წამებას!” – პენიტენციურ სამსახურთან აქცია იწყება
მთავარი

"არა პატიმრების წამებას!" - გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან დღეს მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ. მათი მოთხოვნაა, ციხეების უფროსმა ოფიციალური განცხადება გააკეთოს და თქვას, რა ჩანს რეალურად იმ კადრებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება, რომელმაც პოლიციის ძალადოების კადრები მოიპოვა

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
მთავარი

ქუთაისში, ე.წ. ავტოქარხნის ციხესთან, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია, 8ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება. IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს "პოლიციელების ძალადობის მამხილებელს მხარდაჭერა სჭირდება" - წერენ...

დაწვრილებითDetails

მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

თბილისი-მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას “მარნეული ნიუსი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მარაბდის მონაკვეთზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს ბიზნესმენი 260 000 აშშ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ახლობელი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ...

დაწვრილებითDetails

დღეს იოანე ნათლისმცემელის მუცლადღება აღნიშნება – ლოცვა რომელიც უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ლოცვა,რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 6 ოქტომბერს აღნიშნავს მუცლადღებას პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი და ასევე იხსენიებს ღირსთა ქსანთიპას და პოლიქსენიას, მოწამეთა: ანდრიას, იოანეს და ძეთა იოანესთა - პეტრეს და...

დაწვრილებითDetails

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და დინამიკურია. შესაძლოა, რამდენიმე საქმის ერთდროულად მოგვარება მოგიწიოს. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდე. ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო დღეს სტაბილურობა შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. კარგი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"