არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილის ცხედარი არ იყო – ბაჩალიაშვილები დნმ-ის ანალიზს ითხოვენ
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს.
„პრაიმტაიმი“ გარდაცვლილის მამას ესაუბრა, როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს მისი შვილის ცხედარი მძიმე მდგომარეობაში ნახა და სამართალდამცავ ორგანოებს უნდობლობას უცხადებს.
„მიცვალებული რომ ვნახე, ისეთ დღეში იყო… ორ და სამ დღეში ასეთი რამე არ ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილის ცხედარი არ იყო, ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ ვითხოვ დნმ-ის ანალიზის გაკეთებას“- ამბობს გარდაცვლილი გოგოს მამა.
primetime.ge










