საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განავითარების ცენტრის მიერ კვლევის (მონიტორინგის შედეგების) პრეზენტაცია შედგა. კვლევა ეხებოდა პურისა და ზეთის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს საქართველოში თუ რამდენად აკონტროლებს სახელმწიფო პურისა და ზეთის უვნებლობას და რეალურად როგორ ხდება პრაქტიკაში არსებული მექანიზმების გამოყენება:
“ძირითადად შეგვიძლია გამოვყოთ ის რომ, სამწუხაროდ რისკის სათანადო შეფასებებს ვერ ეყრდნობა სახელმწიფო კონტროლი და აქედან გამომდინარე კონტროლსაც შეიძლება ვივარაუდოდ ხარვეზები გააჩნია თუ რეალურად ვერ შეისწავლე ყოველდღიურად რა რისკებია, ახალი რა საფრთხეები წარმოიშვება, რეალური საფრთხეების გამოკონტროლება შეუძლებელია, რაც არ უნდა ბევრი საწარმო შეამოწმო.
ლაბორატორიების მხრივაც არის გამოწვევა, სექტორი განვითარდა ბოლო წლების მანძილზე, მაგრამ გამოწვევებია ამ მიმართულებით.
კანონმდებლობის კუთხით არის უკუსვლა, იქედან გამომდინარე რომ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის სავალდებულობა გაუქმდა მთელი რიგი საწარმოებისთვის, რაც ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯია, მიუხედავად იმისა საწარმო მცირეა თუ დიდია ეს (ჰასპი) საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკაა. ეს გარკვეული გამონაკლისი სფეროებისა ყველგან უნდა იყოს დანერგილი.
ჰასპის სტანდარტი მიიჩნევა რომ თანამედროვე სურსათის უვნებლობის საფუძველია თუ ქვეყანას უნდა რომ სურსათის უვნებლობა იყოს მაღალ დონეზე დაცული, მაშინ ქვეყანაში ჰასპის სტანდარტი უნდა იყოს სავალდებულოდ დანერგილი და ყველა ტიპის საწარმოსთვის ( გარკვეული გამონაკლისების გარდა, რომელიც ასვე არის საერტაშორიოდ აღიარებული უნდა ეხებოდეს).
რამდენად უვნებელია პურ- ფუნთუშეული რომელსაც მოვიხმართ? – რთულია ამის თქმა კონკრეტული დარღვევები, ჩვენ რაც გამოვიკვლიეთ და სახელწიფო, რასაც იკვლევს დიდი დარღვევები არ არის გამოვლენიული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ დარღვევები არ არის, იმიტომ რომ არის მთელი რიგი პარამეტრების, რომლებზეც კვლევები საერთოდ არ ტარდება და გარდა ამისა, როდესაც რისკების სათანადო შეფასებას არ ეფუძნება სახელმწიფო უვნებლობის კონტოლი, იქ გარანტირებულად ვერ ვიტყვით რომ უვნებელია ესა თუ ის პროდუქცია. იგივე მდგომარეობაა ზეთთან დაკავშირებითაც.
არ არის დადგენილი აკრილამიდის სტანდარტი. აკრილამიდი არის ერთ-ერთი დამაბინძურებელი, რომელიც წარმოიშვება ნახშირწყლის მაღალი შემცველობის სურსათის მაღალ ტემპერატურაზე მომზადების დროს, ძირითადი საფრთხე მომდინარეობს შემწვარი კარტოფილის პროდუქტებიდან, შემდეგ მოდის უკვე პური და სხვა სახის პროდუქტები. აკრილამიდი მიჩნეულია კარცენოგენულ ნივთიერებად. ჯერ კიდევ 2018 წელს ჩაატარა თავად სახელმწიფო უწყებამ კვლება, სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა და რეკომენაციით მიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ აკრილამიდის ნორმა განსაზღვრულიყო, გარკვეული სამუშოაბი ჩატარდა , მაგრამ საბოლოო შედეგამდე ეს ვერ მივიდა.
ევროკავშირში კი 2024 წელს აკრილამიდი იყო დადგენილი ერთ-ერთი მთავარ დამაბინძურებლად ამ ტიპის პროდუქციაში როგორიცაა პურ-ფუნთუშეული, ბურღულეული და ა.შ
მნიშვნელოვანია რომ ნორმაც არსებობდეს საქართველოში და კონტროლსაც ექვემდებარებოდეს.
არის ისეთი საფრთხეები სურსათში , რომლიც ერთბაშად ადამიანს არ წამლავს , მაგრამ ნელ-ნელა გროვდება ორგანიზმში და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. შემდეგ ვერც გაიგებთ თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ესა თუ ის დაავადება და სამწუხაროდ სურსათის გარდა ჩვენ უამრავ ისეთ პროდუქტს და ნივთს მოვიხმართ, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ კონტროლს და არანაირ ნორმირებას”- ვახტანგ კობალაძე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს: ,,მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე პირთა საყურადღებოდ! როგორც მოგეხსენებათ, პირველი სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ “საქართველოს ბანკის” ბარათებითაა შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილების გამო, ქალაქის ტერიტორიაზე...
ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში.“ - წერია ინფორმაციაში. გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის...
ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ კონტუათში სახლი გაქურდეს. როგორც "მეგა ტვ"-ს წყარო უყვება შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. სახლიდან წაღებულია ფულადი თანხა და საყოფაცხოვრებო ნივთები. ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა. ფაქტზე დაწყებულია გამოიძიება.
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერებმა 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, მაჟორიტარობის კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამა წარადგინეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას...
"ავტობუსის მგზავრების 95% „ქართველები იყვნენ“, - ამბობს ავტობუსში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის ნათესავი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა სთხოვა "რადიო თავისუფლებას." ავარია 30 აგვისტოს, გვიან ღამით რუსეთის ფედერალურ ტრასა „კავკაზზე“, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან და...
საქართველოში ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების შემოწმებაზე უარის თქმისა თუ თავის არიდების ფაქტებზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია...
აბსურდია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს და იმდენად სუსტი არგუმენტებია, რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მის თავში დაიბადა - ვფიქრობ, სურს რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა რევოლუციის შემდეგ, იქნებ რაღაც დივიდენდი...
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით ანუ 193.7 ლარით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა. ცნობისთვის,...
არსებობს ბრალი, სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი - ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები არის ხოლმე სუსტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა,...