LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე

“არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს” – კახა კალაძე

დაპოსტა 2025/07/15-ში
A A
79
ნახვა
გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არც ის და არც მისი თანაგუნდელები არ არიან ის ადამიანები, ვინც ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს კერძო საკუთრებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს „სადგურის მოედნის“ ტერიტორიაზე გუშინ მომხდარის შესახებ საუბრისას განუცხადა, მუნიციპალიტეტის მიდგომაა, რომ მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს პროქტით, რომელიც ავარიული შენობების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს.

„ყველაფერზე – მერია არის დამნაშავე, კახა კალაძეა დამნაშავე, ეს არის სწორი? პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ყველაფერი – კარგი თუ ცუდი, რაც ხდება ქალაქში, ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ არასწორია ის, რომ თქვენ პოლიტიკურად სპეკულირებთ მუდმივად, უბედური შემთხვევების დროს ყოველთვის ამბობთ, რომ კახა კალაძე და მერიაა დამნაშავე. არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს, როგორც თაბუკაშვილის ქუჩის შემთხვევაში იყო. ეს არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ თანამედროვე სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც ადამიანებს ვეუბნებით, რომ გაძლევთ შესაძლებლობას, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა და იმ ავარიული, დანგრეული სახლების მაგივრად მიიღებთ ახალ ბინებს, ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მერია გიდგებათ თავდებში, ინვესტორზე არ არის საუბარი. მოსახლეობისაც მესმის, რომ გარკვეული ადამიანები გამოთქვამენ მღელვარებას, აქვთ შიში, რომ ვიღაცამ ვერ ააშენოს ეს კორპუსი. ამის საბაბიც არსებობს. 30 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემები იყო – მოვიდოდა ვიღაც ინვესტორი, დაიწყებდა სამუშაოებს და ასე უამრავი ადამიანი ჰყავთ „გადაყრილი“. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ეს პრობლემა მთლიანად მოვაგვარეთ – ათწლეულების განმავლობაში დაუმთავრებელი მშენებლობების დამთავრების პროცესი დავიწყეთ და ამის გამოც აქვთ ადამიანებს შიში, მაგრამ აქ ინვესტორი ხომ არ არის? მერია დგება თავდებში და არის პასუხისმგებელი, რომ ეს კორპუსები აშენდება აუცილებლად და ამ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმ შეთავაზების შესახებ, რომლითაც მუნიციპალიტეტმა ადგილობრივებს მიმართა, მერის თქმით, ეს სწორედ ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვას გულისხმობდა.

„ამ ადამიანებს შევთავაზეთ, რომ მიეღოთ მონაწილეობა ჩანაცვლების პროგრამაში, რაც არის დაოქმებული. ესეც შემიძლია გაჩვენოთ. ვუთხარით, რომ მერია მზად არის, მოხდეს აღნიშნული კორპუსის გამოთავისუფლება, დაშლა და ახალი საცხოვრებლის აშენება. ეს ყველაფერი არის დაოქმებული, აქვს იქ მცხოვრები ადამიანების ხელმოწერები. თუ არ მეშლება, მხოლოდ ორმა ადამიანმა განაცხადა თანხმობა, გასულიყო ქირით და ისინი უზრუნველყოფილნი არიან ქირით. ამ რეალობაზე ვისაუბროთ. კარგი, ჩემს მიმართ შეიძლება გაქვთ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება, როგორც პოლიტიკოსის, რადგან გაქვთ თქვენი პოლიტიკური ინტერესები, მაგრამ ხომ არ შეიძლება მუდმივად სიცრუე, არასწორი ინფორმაცია გაავრცელოთ. გავა წლები, მე არ ვიქნები მერი, იქნება სხვა მთავრობები, ქალაქის სხვა მერი, მაგრამ ეს პრობლემები ხომ არსებობს? თუ ამ პრობლემებს ჩვენ სწორ კომუნიკაციას არ გავუკეთებთ, სწორ შეფასებებს არ მივცემთ, მუდმივად მათ წინაშე ვიქნებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი - აქტიური და ენერგიული დღე გელოდება. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე.   კურო - ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებს. შეიძლება საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს, მაგრამ გადაწყვეტილების...

დაწვრილებითDetails

18 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ვინაობა ცნობილია- ის სოფელ ტიბაანის მკვიდრი, 37 წლის ნიკა ხატიაშვილია. ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხატიაშვილი...

დაწვრილებითDetails

სვანური მარილის ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა – სეს

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
სვანური მარილის ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა – სეს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში. ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ოთხ ქვეითს ერთდროულად შეეჯახა.შედეგად, სხეულის სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკო და იმედია, იმ წყალს მოუყვება, რომლის პირასაც ყველანი ჩამოვსხდებით და დაველოდებით ქვეყნის მტრების „გვამების“ ჩამოცურებას – ნიკა გვარამია

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

რეჟიმს იმაზე მეტად ძვრება სული, ვიდრე წარმოგვიდგენია, თანაც უკვე შავრაზმელ "ქოცებშიც", რადგან ღარიბაშვილის პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას ამხელა მნიშვნელობას ანიჭებს, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში...

დაწვრილებითDetails

დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი
ეკონომიკა

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილ მრავალფუნქციურ კომოლექსს შპს “აისინქი” დააპროექტებს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდა კომპანიასთან უკვე გააფორმა. მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირების მიზნით გამოცხადებულ ტენდერს 6 პრეტენდენტი ჰყავდა. ესენია:...

დაწვრილებითDetails

რისი გაკეთება იგეგმება ჭიათურაში კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
10 განსაკუთრებული ადგილი იმერეთში, რომელიც ჯერ არ გინახავთ
ეკონომიკა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე შესყიდვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ქუთაისის მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია
მთავარი

 მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია!  ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N94-ე საფეხბურთო სკოლის ბაზაზე დაკომპლექტებული გოგონათა გუნდი - ,,მართვე”, პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"