LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი

“არცერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას”- მეუფე ანტონი

დაპოსტა 2026/04/23-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არ დაუშვებენ გარედან ჩარევას და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას დებს, რომ არ მიიღებენ არჩევნების პროცედურაში მონაწილეობას.

მიტროპოლიტი განმარტავს არჩევნების პროცედურასაც.

“ახლა ამ წუთს ვიწყებდი შემედგინა იმ პირთა სია (სრული მონაცემებით ), რომელნიც ვანისა და ბაღდათის ეპარქიიდან მონაწილეობას მიიღებენ გაფართოებულ კრებაზე, ათან ტელევიზორიც ჩავრთე;

იმ წამსვე იქ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომელნიც, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ „დიდი გულისტკივილით“ არიან ჩართულნი შემდგომი კათოლიკოს – პატრიარქის არჩევნების საკითხებში ..

სავსებით გასაგებია, რომ ახალი პატრიარქის არჩევნები ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ეს ასეა ყველგან და არა მარტო საქართველოში!!!

სანამ ჩემეულად აგიხნით რა მოხდება 28 აპრილს, მანამ უწინარესად მინდა შემოგძახოთ:

ყველას, ყველას , ყველას – ყველა მღვდელმთავარი მოგიწოდებთ რომ დაწყნარდით,ნუ ტეხავთ ჭიქაში ქარიშხალს.

არც ერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას. და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული , პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ არ მივიღებთ არჩევნების პროცედურაში მონაწილეობას!

ყველას უნდა გესმოდეთ სად და რისი უფლება გაქვთ!!!

მოდი, ჩემებურად აგიხსნით არჩევნების პროცედურას: დაახლოებით ისე როგორც

„ ინდაური მის ჭუკს ისე აუხსის არწივის ნათქვამს, რომ ჭუკმა გაიგოს“

საპატრიარქო კანდიდატის შერჩევის პროცედურა იყოფა ორ ეტაპად.

საპატრიარქო არჩევნების 1-ლი ეტაპი გაიმართება 28 აპრილს წმ. სინოდის სხდომაზე;

ამ კრებაზე შეირჩევა სამი საპატრიარქო კანდიდატი. ამ დღეს, შევიკრიბებით 39-ი მღვდელმთავარი, რომელნიც ფარული კენჭისყრით გამოვირჩევთ, თუ ვის მვიიჩნევთ ჩვენი შეხედულებით, მომავალ საპატრიარქო კანდიდატად.

კრების დაწყებამდე კი 39-ივე მღვდელმთავარი, ქირიტონიის მიხედვით, მივალთ ხმების დამთვლელი კომისიის თავჯდომარესთან, რომლისაგანაც მივიღებთ საპატრიარქო გერბით და საარჩევნო ბეჭდით დამოწმებულ ბიულეტენებს;

– შემდგომ სათითაოდ შევალთ ხმის მისაცემ კაბინაში და სრულად დავწერთ ჩვენს მიერ შერჩეულ კანდიდატის სახელსა და ტიტულს, ეპარქიის მითითებით; ვისაც სურს, შეუძლია ხმა მისცეს საკუთარ თავსაც!

– დავკეცავთ ამ ბიულეტენს, ჩავდებთ სპეციალურ კონვერტში და მოვათავსებთ გამჭირვალე ყუთში, რის შემდეგ დავიკავებთ სახელობითად ჩვენთვის განკუთვნილ ადგილებს.

– ხმების მიცემის დასრულების შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისიის წევრი ეპისკოპოსები კრების წინაშე გახსნიან საარჩევნო ყუთს და დაიწყება ხმის დათვლის პოცედურა;

– ხმათა იმ რაოდენობის მიხედვით, რომელნიც დაიკავებენ პირველ, მეორე და მესამე ადგილებს. შეირჩევა სამი საპატრიარქო კანდიდატი.

– კომისიის თავჯდომარე ყუთიდან სათითაოდ ამოიღებს ბიულეტინებს და გადასცემს კომისიის წევრ ქირიტონიით უპირატეს მღვდელმთავარს;

ის კი ხმამაღლა განაცხადებს ბიულეტენში მითითებული კანდიდატის ვინაობას და საჯაროდ აჩვენებს ეპისკოპოსებს ბიულეტინში ჩაწერილი კანდიდატის ვინაობას;

– გამოცხადებულ ბიულეტენს ქირიტონიით უპირატესი მღვდელმთავარი გადასცემს ხმების დამთვლელი კომისიის მესამე წევრ ეპისკოპოსს, რომელიც საჯაროდ დასახელებული ყოველი კანდიდატის სახელს ასახავს ოქმის ფურცელში და შეადგენს კენჭისყრის ოქმს.

ხმების დათვლის პროცედურის დასრულებისთანავე კომისიის წევრების მიერ მოხდება დათვლილი ბიულეტენების დაწვა ყველას თვალწინ, სპეციალურ ჭურჭელში

– იმ შემთხვევაში თუ ორი კანდიდატი მიიღებს თანაბარ ხმებს მათ შორის გაიმართება მეორე ტური.

ასე დამთავრდება 1- ლი ეტაპი, რომლის შედეგად მოხდება სამი კანდიდატის გამორჩევა.

ეხლა განსაჯეთ, რომელ გარე ძალას და როგორ შეუძლია აქ ზემოქმედება?! გამორიცხულია!!!

ანუ 28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი!

ეს სამი კანდიდატი გადის უკვე გაფართოებულ კრებაზე, სადაც გაიმართება არჩევნების მე-2 ტური და და აქაც არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები, რადგან მხოლოდ მათ აქვთ საარჩევნო ხმის უფლება”, – წერს მიტროპოლიტი.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება
მთავარი

უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. სააკაშვილი რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.   ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.   „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილს, 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

“პატარა სიცოცხლე, ანგელოზად იქცა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
“პატარა სიცოცხლე, ანგელოზად იქცა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში პატარა გოგონას შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.   „მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... არსებობენ პატარა გულები, რომლებიც დიდ სამყაროსაც კი ანათებენ და როცა ისინი ქრებიან, თითქოს მთელ ცას ეცვლება ფერი....

დაწვრილებითDetails

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს, შესაძლოა, მოგიწიოთ საკუთარი ნაკლოვანებებისთვის მეტი ყურადღების დათმობა, მეტად მოთოკეთ საკუთარი ემოციები და აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რათა არ დაკარგოთ ავტორიტეტი სხვების თვალში. კურო ნუ იქნებით იმპულსური და აგრესიული, რათა...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 754 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.16%-იან ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. როგორც სუს-ის უფროსის პირველმა...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 23 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6938 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6938 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000...

დაწვრილებითDetails

ქორწილში, მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ახლობელი
მთავარი

მარნეულში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულში საქორწილო დარბაზში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ქორწილის დროს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 35 წლის...

დაწვრილებითDetails

“ვერც შსს-ში და ვერც სუს-ში ვერ ახერხებს ივანიშვილი სიტუაციის სტაბილიზაციას” -თაზო დათუნაშვილი

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
“კომიკური და უდიდესი უტიფრობაა, რომ ერთი ხელით დანაშაულს სჩადის მთელი ძალოვანი სისტემა „ქურდული სამყაროს“ დახმარებით” – თაზო დათუნაშვილი
მთავარი

ვხედავთ, რომ ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვერც სუს-ში ვერ ახერხებს ივანიშვილი სიტუაციის სტაბილიზაციას, ორ წელიწადში სუს-ის სამი უფროსი გამოიცვალა, ერთი დაიჭირა, მეორე სადღაც რეზერვში გაუშვა და მესამეს მოგონილ თანამდებობაზე ნიშნავს -...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"