არჩილ ტატუნაშვილის მკველობის ორგანიზატორს საოკუპაციო რეჟიმი აწინაურებს. ინტერპოლით ძებნილი დავით გურწიევი ახალგორის ე.წ პროკურორად ინიშნება.
მიუხედავად იმისა, რომ მისი დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, ინფორმაციას რაიონული პრკურატურის თანამშრომლები ადასტურებენ.
გურწიევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
სამხრეთ ოსეთის ექსპერტები გურციევის პროკურორის პოსტზე დანიშვნას ახალი ხელისუფლების მაკომპრომენტირებლად მიიჩნევენ.
ადგილობრივი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გურწიევის დანიშვნით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ტატუნაშვილის მსგავსად წამების სმხვერპლი, შესაძლოა, საქართველოს სხვა მოქალაქეებიც გახდნენ.
გურწიევი ჩვენი რაიონის მცხოვრებლებისთვის არის კარგად ცნობილი. ცნობილია თავისი დაუნდობლობით, შეუბრალებლობით, თავაშვებულობით, უკანონობის ხელშეწყობით და გავრცელებით. ჩვენი გზები გადაიკვეთა როგორც აქტივისტის და ის, როგორც დანაშაულების მფარველი და ხელშემწყობის. ამ რაიონში რჩებიან საქართველოს მოქალაქეები და საქართელოს ხელისუფლებას უნდა მუდმივად ჰქონოდა რეაქცია თავისი მოქალაქეების დაცვის შესახებ. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო მისით გაბრაზებული, გამწარებული და ასეთი ინფორმაციები, რას წარმოადგენს გურწიევი გარდა ტატუნაშვილისა და ბაშარულის საქმისა და ჩემი საქმისა, უნდა ჰქონოდა ხელისუფლებას, – ამბობს მეარაყიშვილი.
წყარო: TVPIRVELI