საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განაცხადებით, არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმას მოაწყობს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი, ყველას ვალდებულებაა, მივიდეთ არჩევნებზე და არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ. დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი.
არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნებამდე 19 დღეა დარჩენილი. არჩევნები 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული.