“არასოდეს ავარიდოთ თვალი უსამართლობას” , “არა ნამოხვან ჰესს” , “საქართველო არ იყიდება” – ამ მოწოდებებით ქუთაისში სხვადასხვა კუთხეებიდან აქტივისტები შემოუერთდნენ გუმათში “რიონის ხეობის მცველებს” , რათა მათთან ერთად გააპროტესტონ ნამოხვან ჰესის მშენებლობა .
როგორც აქ შეკრებილმა ადამიანებმა განმარტეს , მათ შეაგროვეს მესიჯები და სხვადასხვა სახის საჩუქრები და სწორედ ამ ფორმებით გამოხატავენ ისინი “რიონის ხეობის მცველთა” მიმართ მხარდაჭერას.











