მმართველ გუნდში, “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, პარლამენტში შესვლის შესახებ, არაადეკვატურს უწოდებენ.
თუმცა, “ქართულ ოცნებაში” იმასაც ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიის ამ ნაბიჯს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათ პარლამენტში შემოსვლას. “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ დესტუქციულ რეჟიმში დარჩება და მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგს მიყვება, სახელმწიფო ყველა მათ ქმედებას ადეკვატურ პასუხს გასცემს,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური.
უმრავლესობაში ასევე თვლიან, რომ ამ ქმედებით “ნაციონალურმა მოძრაობამ”, საკუთარი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი აღიარა.
“თუ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, სადაც წერია, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი უნდა მივიღოთ, თუ არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას, მაშინ რა უნდათ პარლამენტში, უნდათ მხოლოდ ხელფასები აიღონ და თანამდებობები დაინაწილონ?” – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ.
Rustavi2.ge










