
მიუხენის „ბაიერნმა“ არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ხელფასები დაუქვითა. როგორც მოგეხსენებათ, გერმანიაში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად, დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებული არ არიან და კარანტინში ყოფნის გამო სამსახურის გაცდენა უწევთ, შესაძლოა კონკრეტული ანაზღაურების გარეშე დარჩნენ, თუ დამქირავებელი კომპანია ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.










