ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური, მხოლოდ ასე შემიძლია შევაფასო ექპრემიერ გახარიას ბოლოდროინდელი განცხადბები – ასე აფასებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ყოფილი პრემიე მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებას.
“ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური, მხოლოდ ასე შემიძლია შევაფასო ექპრემიერ გახარიას ბოლოდროინდელი განცხადბები. ჩემთვის და ვფიქრობ, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შინაარსისგან დაცლილი პოლიტიკური ამბიციები. პასუხისმგებლობის განცდა, პასუხისმგებლობის აღება ცარიელი სიტყვები არ არის, განსაკუთრებით საჯარო სივრცეში და პოლიტიკაში, სადაც პასუხისმგებლობის აღება დაკავშირებულია კონკრეტულ შედეგებთან. ძალიან სამწუხარო სანახავია, როდესაც ქვეყნის ექსპრემიერი და სხვადასხვა დროს არაერთი მნიშვნელოვანი მმართველობითი რგოლის ხელმძღვანელი, დღეს საზოგადოებისკენ მიმართავს ისრებს და საკუთარი პოლიტიკური სისუსტის გასამართლებლად ცდილობს საზოგადოების და მთლიანად პოლიტიკური სივრცის დადანაშაულებას.
სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკიდან წასული ლიდერების მიერ შეიქმნა საკუთარი პიროვნების განდიდების საკმაოდ საშიში პეცენდენტები, როდესაც ძალაუფლებას მოწყურებული ადამიანები მზად არიან, თუნდაც სახელმწიფო ინტერესების უგულვებელყოფის თუ დაზიანების ხარჯზე, დაიკმაყოფილონ პერსონალური პოლიტიკური ამბიციები, რაც ეგზომ თვალსაჩინოა, იგივე მიხეილ სააკაშვილის შემხვევაშიც. დემოკრატია და დემოკრატიული განვითარების პროცესი, მათ შორის ჯანსაღი კონკურენცია, ქაოსი არ არის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. განწირულია ყველა პოლიტიკოსი, ვინც ამ პროცესზე მაღლა თვისი თავის დაყენებას შეეცდება.” – ნათქვამია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას განცხადებაში, რომლითაც ის ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა.










