“ძალიან სამწუხარო არის, რომ ის ანსამბლი, რომელიც უნდა ჩამოსულიყო აჭარიდან “ფესვები” და რომელიც დღეს ჩვენთან უნდა ყოფილიყო, გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის აქ მოღვაწეობა. თქვენ თვითონ იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება და რას ნიშნავს ეს. თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია. სამწუხარო არის და მე მინდა მათ ჩემი სახელით, ბოდიში მოვახსენო იმისთვის, რომ გზიდან გააბრუნეს, ამ ფორმით და მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, დღეს, ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მაინც გვექნება საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა ანსამბლი – “მარგალიტი” და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდნენ და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნო და ღირსშესანიშნავი საღამო გვექნება” -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....










