„საჭიროა მოთმინება. ბევრია დამოკიდებული იმაზე, რომ ადამიანებმა დისტანცია შეინარჩუნონ და ხელები ხშირად დაიბანონ“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა პრესკონფერეციაზე.
მისივე თქმით, მიუხედევად იმისა, რომ ვირუსის გავრცელება მცირედით შენელდა გერმანიაში, კორონავირუსი არ გაქრება მანამ, ვიდრე ვაქცინას არ გამოიგონებენ.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ერთად უნდა ვიცხოვროთ“, – დასძინა კანცლერმა.
ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 1 605 277 კორონავირუსის შემთხვევაა დარეგისტრირებული. ინფექციას 95751 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.