უფროსი შვილი ლეიკემიით დაავადებული ჰყავს, ოჯახს თავისი გასაჭირი ადგა და ამ პირუტყვმა ამით ისარგებლა – ქუთაისში 6 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ახალ დეტალებს “მეგა ტვ”-ს წყარო უყვება.
“საერთოდ არ ეტყობა ამ კაცს თუ რამეს გააფუჭებს. ბავშვის ოჯახს უფროსი შვილი ლეიკემიით დაავადებული ჰყავს და დედას ის თბილისში ჰყავს წაყვანილი, მამა საზღვარგარეთაა, ბავშვი კი ბებიასთან იყო. იმ ეზოში ყველა ერთმანეთს იცნობს, ძალინ შეკრული და კარგი სამეზობლოა, ოჯახს თავისი გასაჭირი ადგა და ამ პირუტყვმა ამით ისარგებლა. ჩვენებაში ამბობს რომ ცოლი მონასტერში წასვლას მირჩევდაო, რაღაც ცოლმაც იცოდა. ბავშვმა რომ თქვა არ დაიჯერეს, მამიდამ დაუჯერა, წაიყვანა ექიმთან და ექიმმა დაუდასტურა რომ ნაწვალები იყო. მერე აღიარებინეს ამ კაცს. მეზობლები რომ მიადგნენ კარები არ გააღო, პოლიციელებმა აალაპარაკეს.” – უყვება “მეგა ტვ”-ს წყარო.
ცნობისთვის გუშინ ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში 60 წელს ზემოთ მამაკაცი 6 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის დააკავეს.
“პოლიციამ კორდონი გააკეთა რომ ხალხს ლინჩის წესით არ გაესამართლებინათ.” – ამბობს მოქალაქე “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება სსრკ-ს კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.










