“ერთი მარტივი მიზეზის გამო – ის არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის მშვიდობა და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. ის არის მთავარი გარანტი. აქედან გამომდინარე, ის რომ ამ გეგმების მთავარი ადრესატი იყო, აბსოლუტურად ლოგიკურია, აქ გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება კონტექსტს, აქ კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა რამდენიმე თვის წინ. ეს იყო ერთ-ერთი ევროკომისრის სატელეფონო ზარი, რომლის მეშვეობითაც მოგვაწოდეს კონკრეტული მესიჯი, რაც ამ ევროკომისარმა მოგვიანებით აღიარა თავად და განაცხადა, რომ ის საუბრობდა მკვლელობის რისკებზე, უბრალოდ მან დააზუსტა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც გვესროდა ტყვიას,“- აღნიშნა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის განცხადებით, ვინაიდან ზარი უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან განხორციელდა, ალბათ ამ მიზეზით დარჩა საზოგადოებას განცდა, რომ უშუალოდ პრემიერის მისამართით იყო გაფრთხილება.„რეალურად, მრავლობითში იყო საუბარი და სიტყვები იყო ასე ნათქვამი – თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში. სიტყვასიტყვით ასე იყო ნათქვამი ეს ყველაფერი. მხოლობითი იყო, თუ მრავლობითი, ამას ვერ გაარჩევ ვერც ქართულში და ვერც ინგლისურში, ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა ასე იყო ნათქვამი რეალურად – ფრთხილად იყავით, ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ყოფილ ცოლს მჟავა შეასხა, დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა – მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც გამოძების თანახმად, ყოფილ ცოლს, 34 წლის თათია ლომინაძეს ჯერ მჟავა შეასხა, შემდეგ დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლად დაწვა. შემზარავი ფაქტი კასპში 2025 წლის 25 სექტემბერს მოხდა. თათია...










