26 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
ბათუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +26, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
სოხუმში იწვიმებს, +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი, +24 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც იწივმებს. დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +20 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.










