LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ალეკო ახალაძე მუდმივად ცდილობდა იერიში მიეტანა სამოქალაქო აქტივისტებზე” – გიზო ბანძელაძე

“ალეკო ახალაძე მუდმივად ცდილობდა იერიში მიეტანა სამოქალაქო აქტივისტებზე” – გიზო ბანძელაძე

დაპოსტა 2019/11/28-ში
A A
210
ნახვა
გაზიარება

“ალეკო ახალაძე მუდმივად ცდილობდა იერიში მიეტანა სამოქალაქო აქტივისტებზე” – ამის შესახებ თავის ფეისბუკ გვერდზე სამოქალაქო აქტივსტი გიზო ბანძელაძე წერს.

“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ალეკო ახალაძეს სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმის კიდევ ერთი მიზანმიმართული და უსუსური მცდელობა ჰქონდა.

ეს ადამიანი არის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და ეტაპობრივად ამტკიცებს, რომ ქუთაისის საკრებულოში იგი წარმოადგენს ზუსტად იმ რგოლს, რომელსაც ნანა კოსტავა და მისნაირები.

ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ლუსტრაციას და ადამიანის იმ პოზიციიდან დანახავას თუ რას წარმოადგენს ის რეალურად. თუმცა სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ხალხის მიერ არჩეულ ორგანოს წარმოადგენენ და მათ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ხმის უფლება აქვთ.

დღევანდელი განცხადება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქუთაისის საკრებულოს რიგმა დეპუტატებმა დღემდე ვერ გაიაზრეს თუ რატომ მოყვა ნანა კოსტავას მიერ გაკეთებულ განცხადებას სრულიად საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი, რომ არჩეული დეპუტატი და საჯარო მოხელე, რომელიც ანაზღაურებას ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან იღებს, არ შეიძლება მოქალაქეებს ესაუბროს სიძულვილის ენით, დემოკრატიული საზოგადოების მარტივი პრინციპების გაუაზრებლობა და უგულვებელყოფა მათი მხრიდან შესაბამისი ღირებულებების დეფიციტზე მიუთითებს.

ნანა კოსტავას დამცველი ალეკო ახალაძე მუდმივად ცდილობდა იერიში მიეტანა სამოქალაქო აქტივისტებზე. სწორედ, იმ კრიტიკული განცხადებებისა და აქტივობების გამო, რითიც ვცდილობდით მათთვის სწორედ, ამ ღირებულებების შეხსენებას.

დღევანდელ სხდომაზე მისი მოწოდება ქუთაისის მუნიციალიტეტის გენდერული საბჭოდან სამოქალაქო აქტივისტის გვანცა თოთაძის გარიცხვის თაობაზე სწორედ, ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. როგორც ვხედავთ გრძელდება სამოქალაქო აქტივისტებზე მიზანმიმართული თავდასხმა. მიუხედავად ამისა ალეკო ახალაძემ უნდა იცოდეს, რომ მისი უსუსური თავდასხმები ჯანსაღ აზრს ვერაფერს ავნებს და ჩვენ ყოველთვის გვექნება ადეკვატური რეაქცია ჩვენს ქალაქში და ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით,” – ნათქვამია სამოქალაქო აქტივისტების განცხადებაში.

შეგახსენებთ ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ალეკო ახალაძე გენდერული თანასწორობის საბჭოდან, საბჭოს წევრის, გვანცა თოთაძის გარიცხვის საკითხის დაყენებას მოითხოვდა.  დეპუტატის თქმით, გვანცა თოთაძემ არ გააპროტესტა “გირჩი”-სა და ოპოზიციური პარტიების ისეთი ქმედებები, როგორიცაა პოლიციელისათვის შეურაცხყოფისა  და სიწმინდეების შეურაცხყოფა.

“საბჭოს თითოეული წევრი თავის მოქმედებაში თავისუფალია. ეს საბჭო მოქმედებს დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად და ეს საბჭო მოქმედებს რომ გენდერული მიმართულებით გაძლიერდეს ადგილობრივი პოლიტიკა – განაცხადა გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიან საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე.

“თაობათა დიალოგი” არც განიხილავს გვანცა თოთაძის გენდერულ საბჭოში შეცვლის საკითხს და მას მხარდაჭერას უცხადებს”

თეგები: ალეკო ახალაძეგვანცა თოთაძეგიზო ბანძელაძენანა კოსტავა
გაზიარება92

დაკავშირებული -პოსტები

ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი მიიღო პარლამენტმა ბოლო წლებში – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ჭეშმარიტებისა, რაც ისედაც ხელის გულზე დევს, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით და ამგვარ მეთოდებში...

დაწვრილებითDetails

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სეს-მ მოკვლევა დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
რა ცვლილებები შედის 2023-2024 წელს საბავშვო ბაღების რეგისტრაციის პროცესში
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე. უეყების ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ამოღებულია 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი...

დაწვრილებითDetails

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
მთავარი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სააგენტო RES-ის ინფორმაციით, ყველა “საარჩევნო უბანი” დილის 08:00 საათზე გაიხსნა. გამოცემის ცნობით, ცხინვალში 70 „საარჩევნო უბანი“ გაიხსნა. ჩრდილოეთ ოსეთში - ოთხი, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კი...

დაწვრილებითDetails

სააღმზრდელო პროცესი 7 ბაღში შეჩერდა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, დანარჩენი 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას, მიზეზი რამდენიმე საჯარო ბაღში დაფიქსირებული ინტოქსიკაციის ნიშნებია.   მათივე ცნობით, სააგენტო ყველა...

დაწვრილებითDetails

ბავშვები მარნეულის საბავშვო ბაღშიც მოიწამლნენ – მთავარი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

ბავშვები მარნეულის საბავშვო ბაღშიც მოიწამლნენ -  ამის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი მშობელი ,,მთავარს" უყვება. როგორც ის ამბობს, მარნეულის მესამე საჯარო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა 2 დღის წინ გამოვლინდა....

დაწვრილებითDetails

20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაცია აღენიშნებათ

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო, - შესაბამის ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.   გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე...

დაწვრილებითDetails

დმანისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა – თავშესაფარში 14 ძაღლი მოკვდა
მთავარი

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. მეპატრონეების გადმოცემით, ცხოველებს დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდათ....

დაწვრილებითDetails

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა, მოულოდნელმა ამბავმა გეგმები შეგიცვალოთ, თუმცა საბოლოოდ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ განვითარდეს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო   ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანეთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობის...

დაწვრილებითDetails

18 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 სექტემბერს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"