ათენში, გარდაცვლილი ქართველი გოგონა 25 წლის, მეგი კუპრაძეა. ის წარმოშობით ოზურგეთიდან არის. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გავრცელდა:
,,მისი გარდაცვალების მოტივი უცნობია. გარდაცვლილი საბერძნეთში დედასთან ცხოვრობდა. მას ბერძენი შეყვარებული ჰყავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე იგი ოზურგეთში, მამას ესაუბრა. დედა და შეყვარებული კი მას ტელეფონზე ვერ დაუკავშირდნენ. კალიმარმაროს დაცვის თანამშრომელმა ქართველი გოგო მაშინ იპოვა, როდესაც ამ ტერიტორიაზე მდებარე პარკის კარის გასაღებად მივიდა. როგორც ის ამბობს გოგონა თვალისმომჭრელად ლამაზი იყო და სანახაობამ შეძრა. ახალგაზრდა ქალს ყელზე ძაღლის თოკი ჰქონდა შემოხვეული. მამაკაცმა დაუყოვნებლივ გამოიძახა პოლიცია და როგორც იწერება, ოფიცრებისთვისაც კი, სურათი განსაკუთრებულად მძიმე იყო“, – წერს შოთო სიხარულიძე.
ვალუტის განახლებული კურსი 19 ივნისისთვის
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად,...










