LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აზარტული თამაშის რეკლამის განთავსება შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ბაზაში მოხვედრილ პირებს თამაში აეკრძალებათ

დაპოსტა 2019/11/26-ში
A A
220
ნახვა
გაზიარება

საქართველოში შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზა შეიქმნას. ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრში მოხვედრილ ადამიანებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ და ამ ტიპის თამაშობის ორგანიზატორებს ექნებათ ვალდებულება, რომ მოქალაქის მონაცემები აღნიშნულ ბაზაში გადაამოწმონ და აღმოჩენის შემთხვევაში პირი დაწესებულებაში არ შეუშვან.

„დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა ხდება, თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში და სასამართლოს ბრძანების საფუძველზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური და სიაში პირის შეტანა ხორციელდება 3 წლის ვადით.

ასევე, ნებართვის მფლობელი ვალდებულია მოთამაშის ობიექტზე დაშვებამდე ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშში მონაწილეობამდე, გადაამოწმოს პირი შესაბამის რეესტრში და მისი არსებობის შემთხვევაში არ დაუშვას დამოკიდებული პირის სათამაშოდ დაშვება,”-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, თამაშზე დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომელიც შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში მიუხედავად მისი შედეგისა.

კანონპროექტის ავტორის შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი – აზარტულ და მომგებიან თამაშობებში არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა.

ცნობისთვის, საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

 

BPN.GE

თეგები: აზარტული თამაშებიარალეგალური ბაზარიბაზაკანონი
გაზიარება121

დაკავშირებული -პოსტები

გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
მთავარი

ქსნის პენიტენციური დაწესებულება დატოვა მსჯავრდებულმა გიორგი ოკმელაშვილმაც. ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის მოხვდა. გიორგი ოკმელაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და...

დაწვრილებითDetails

24-25 ნოემბერს საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
ბუნებრივი აირი ძვირდება
მთავარი

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ინფორმაციით, 24-25 ნოემბერს ბუნებრივი აირის მიწოდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს შეუწყდება. აღნიშნულის მიზეზია 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით „ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც გიორგობის დღესასწაულზე უნდა წავიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს
მთავარი

23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს – გიორგობას აღნიშნავს. ეს დღე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული საეკლესიო დღესასწაულია. მორწმუნეები ამ დღეს წმინდა გიორგის განსაკუთრებული რწმენითა და სასოებით მიმართავენ, შესთხოვენ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ – ირაკლი კირცხალია

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
“ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს”-ირაკლი კირცხალია
მთავარი

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ - აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის...

დაწვრილებითDetails

აქციების დროს დაკავებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
აქციების დროს დაკავებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
მთავარი

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. „სახლში მინდა ძალიან, თავისუფლება ყველას“, - განაცხადა გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი მინდაძემ. თავისუფლება...

დაწვრილებითDetails

პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი – შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს – ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ გარეთ ვართ საჭირო

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი – შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს – ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ გარეთ ვართ საჭირო
მთავარი

შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს - ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ ჯერჯერობით ყველა გარეთ ვართ საჭირო, ციხეში არავინ ვართ საჭირო,- ამის შესახებ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომელიც 2024 წლის...

დაწვრილებითDetails

დღეს გიორგობაა

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
მთავარი

დღეს, 23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი...

დაწვრილებითDetails

მე კი არ შეურაცხმყვეს, შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია და წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – მეუფე იობი

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი
მთავარი

რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ, ასეა?! მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით - მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ქუთაისში – რა არის ცნობილი ამ დროისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
აფეთქება ქუთაისში – რა არის ცნობილი ამ დროისთვის
მთავარი

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ზურაბ ჭავჭაძის 50 ნომერში დღეს დილით აფეთქება მოხდა. კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქების შედეგად 74 წლის ქალი დაშავდა. როგორც ცნობილია, ასაკოვანი ქალი სახლში გაზის გამათბობელის ჩართვას ცდილობდა, რა...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ქუთაისში – ევაკუირებულია მოსახლეობა

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
აფეთქება ქუთაისში – ევაკუირებულია მოსახლეობა
მთავარი

ქუთაისში, 5-სართულიანი კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა  - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ცნობილია, რომ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია - ოფიციალური ინფორმაცია ამის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"