
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძვანელმა, დევიდ ბიზლიმ განაცხადა, რომ მილიონობით ავღანელი, მათ შორის ბავშვები, შიმშილისგან შეიძლება დაიღუპოს, თუ გადაუდებელ ზომებს არ მივიღებთ. ავღანეთში, 22.8 მილიონი ადამიანი მწვავე სასურსათო დაუცველობას განიცდის. ავღანეთი კრიზისში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც აგვისტოში „თალიბანმა“ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დაამხო, რის გამოც, საერთაშორისო დონორებმა მილიარდობით დოლარის დახმარება შეაჩერეს.










