გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც „მხედრიონის“ ყოფილი ლიდერის, ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი მართავდა, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.










