ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ გორში. Dianews.ge-ს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი, თამარ მეფის ქუჩის კვეთაზე შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამი მცირეწლოვანი ბავშვი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ლოკაციებზე ავტოსაგზაო შემთხვები ხშირად ხდება. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...









