LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ავტომობილის მფლობელი ჩინეთში საშუალოდ 9 დღეს საცობში ატარებს

ავტომობილებში კატალიზატორის ქონა სავალდებულო ხდება

დაპოსტა 2019/12/25-ში
A A
278
ნახვა
გაზიარება

2020 წლიდან ავტომობილებში კატალიზატორის ქონა სავალდებულო გახდება.

აღნიშნული ვალდებულება ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი „კატალიზატორის“ ხელმიუწვდომლობის და მისი დიდი ფასიდან გამომდინარე, გამოწვევას წარმოადგენს.

„გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობის ინსპექტირება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გამონაბოლქვის შემცველობის კონტროლიც. ამჟამად გამონაბოლქვში მოწმდება მხოლოდ CO-ს დონის შემცველობა და კვამლიანობის დონე, რაზე მანიპულირებასაც ავტომფლობელები სხვადასხვა გზებით ახერხებენ. 2020 წლიდან ამოქმედდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულება და ჟანგბადის შთანთქმის (ლამბდა) კოეფიციენტის კონტროლი. ეს კი უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, რადგან საქართველოს ავტოპარკის დიდ ნაწილს კატალიზური გარდამქმნელი ამოღებული აქვს, მაღალი ხარისხის „კატალიზატორი“ კი ადგილობრივ ბაზარზე პრაქტიკულად არ იშოვება, მხოლოდ ინტერნეტით არის მისი ყიდვა შესაძლებელი და საკმაოდ ძვირია. კერძოდ, ფასი 800 ლარიდან იწყება,“-აღნიშნულია ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შედეგებში, რომელიც 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდს მოიცავს.

ამასთან, როგორც რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) არსებობის ვალდებულება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათთვის გამონაბოლქვის კონტროლის წესები ეტაპობრივად გამკაცრდება.

შეგახსენებთ, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლის პირველი იანვრიდან ეტაპობრივად ამოქმედდა. 2019 წლიდან კი ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.

 

BPN.GE

თეგები: ავტომობილიკატალიზატორი
გაზიარება116

დაკავშირებული -პოსტები

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შუქი გაეთიშებათ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მთავარი

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ამიერიდან საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს...

დაწვრილებითDetails

ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლის კაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მყოფ პირს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებმა...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 20, 2026
0
წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირები სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდნენ. "სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ...

დაწვრილებითDetails

8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

8 წლის ნიტას წინ აქვს ძალიან რთული ოპერაცია ბრონქისა და ფილტვის ქირურგიული ჩარევა . - მშობლები საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ ეს ნიტაა 8 წლის, უკვე ყველა იცნობთ თავისი ისტორიით.ნიტას წინ...

დაწვრილებითDetails

ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს- მეუფე იაკობი

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
,,თითოეულის ვალია, რომ ერთმანეთი ამ ბრძოლაში არ მივატოვოთ”-მეუფე იაკობი
მთავარი

ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს. ამის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც...

დაწვრილებითDetails

მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge - 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ....

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი

by მეგა TV
აპრილი 19, 2026
0
გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი
მთავარი

ნარიმან მაქარაშვილი(ბერი ნიკოლოზი) ფონიჭალაში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს . უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 19, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.   გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მარნეულის სოფელ ზემო სარალიდან თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული.   მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

75 წლამდე ასაკის ქალს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ავარია თელავში - მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ვარდოშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე მოხდა.75 წლამდე ასაკის ქალი შუქნიშანთან გზის გადაკვეთას ცდილობდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"