გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობანზე მოძრავი ტრაილერი, რომელიც რკინის ლითონის კონსტრუქციებით იყო დატვირთული, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: ipn.ge