ავტოსაგზაო შემთხვევა უკრაინაში – არსებული ინფორმაციით, შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ ზუგდიდში, სავარაუდოდ, ზეგ ჩამოასვენებენ.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ზუგდიდელი, 46 წლის დათო კვარაცხელიაა, რომელიც ცოლთან ერთად, წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა და იქიდან საქართველოში მცხოვრებ ოჯახს არჩენდა.