ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირი ემსხვერპლა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე მგზავრი კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.










