ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თუშეთში სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ დართლოსთან მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, “ჯიპის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.მანქანაში მყოფი სამი მგზავრი მძიმედ დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, სამივე მათგანს სხეულის სხვადასხვა არეში მოტეხილობები აღენიშნება.დაშავებულები მაშველებმა უკვე ამოიყვანეს და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ისინი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავს.
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის გარდაცვალების გამო შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...










