თბილისში – ცინცაძის ქუჩაზე ავტომობილი და სკუტერი ერთმანეთს დაეჯახა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ,,ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
მათი ცნობით ავარია მსხვერპლით დასრულდა, ადგილზე დაიღუპა სკუტერის მძღოლი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.









