წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკში, ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 44 წლის მამაკაცი დაეჯახა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, ღამის 4 საათზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, სასწრაფოსა და პოლიციაში თავად მძღოლმა დარეკა.
” მთვრალი იყო და გზაზე მიდიოდა, მანქანა სწრაფად მოძრაობდა, ალბათ არც მძღოლს უფიქრია შუაღამეზე გზაზე თუ ვინმე იქნებოდა. დაეჯახა და საწყალი კაცი შორს მანძილზე ისროლა.” – ამბობენ გარდაცვლილის მეზობლები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Kutaisipost.ge