ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც “მეგა ტვ”-ს აცნობეს შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით ცხირს ნახევაზე, დავით აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.
ავტომობილი ბორდიულსა და პალმის ხეს შეეჯახა. როგორც “მეგა ტვ”-ს თვითმხილველებმა განუცხადეს ავარიის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა რომ ავარიას უკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრი ემსხვერპლა, მძღოლი კი მძიმედ დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისში, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრშია გადაყვანილი. მას ხერხემლის ნეკნების მოტეხილობა და ფილტვების დაჟეჟილობა აქვს. ექიმების თქმით მას ოპერაცია ესაჭიროება. მათივე თქმით ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.
შსს-ს ინფორმაციით გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ვინ არის ქუთაისში ავტოავარიისას ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა (+ფოტო)