ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლის კაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მყოფ პირს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებმა დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.










