ამ დრომდე აეროპორტში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აეროპორტში მიმდინარეობს შერჩევითი პრინციპით მგზავრთა ნაკადის ტესტირება. სახელმწიფოს მიერ ადგილზე მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ტესტირების რეჟიმი იყოს კომფროტული და სწრაფი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოდის. მოხარული ვართ, გაგაცნოთ, რომ აღნიშნული ტესტირებების საფუძველზე აღებული ყველა ნიმუში არის კოვიდნეგატიური“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.